საზოგადოებასაქართველო

როგორ აღნიშნეს საქართველოში აღდგომა დისტანციის დაცვით (ფოტო/ვიდეო)

ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლის, „მძლევარის“ წევრებმა დისტანციურად შეასრულეს „ქრისტე აღდგა“.

დისტანციურად შესრულებული "ქრისტე აღსდგა"

დისტანციურად შესრულებული "ქრისტე აღსდგა"

Gepostet von მძლევარი • Mdzlevari am Samstag, 18. April 2020

ალავერდის საკათედრო ტაძარში აღდგომის სადღესასწაულო ლიტურგიაზე მისულ მრევლს თერმოსკრინგი ჩაუტარეს. მათ პირბადეები, მრავალჯერადი ფარები და სადეზინფექციო ხსნარებიც დაურიგეს.

სააღდგომო ლიტურგიის შემდეგ მორწმუნეები სამებაში „კომენდანტის საათის“ დასრულებას ელოდებიან.

ექიმები პაციენტებს აღდგომას ულოცავენ.

ასე შეხვდა ქართველი ექიმი აღდგომას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

ზუგდიდში ორმა მეზობელმა, კორონავირუსის შეზღუდვების ფონზე, დისტანციური სუფრა გაშალა. ვიდეოში, რომელსაც „ლაივპრესი“ ავრცელებს, ჩანს, რომ მოქალაქეები ერთმანეთის მოშორდებით – ქუჩის გადაღმა სხედან, წინ კი პატარა მაგიდები უდგათ.

ესეც სამეგრელოა…

გურიაში მეზობლებმა მოიფიქრეს, როგორ გატეხონ სააღდგომო კვერცხები ისე, რომ სოციალური დისტანცია არ დაარღვიონ. 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მის მიერ გამომცხვარი პასკების ფოტოები ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ატვირთა. სოციალური ქსელის მომხმარებლები პრეზიდენტს აღდგომას ულოცავენ და მიანიშნებენ, რომ პასკები დაეწვა.

სააღდგომო გასეირნება ბათუმში – ერთ-ერთმა ბათუმელმა, ტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვის გამო, ბავშვების სატარებლად ალტერნატიული საშუალება გამოიგონა. საბურავებზე დაამონტაჟა სავარძელი, რომელიც ველოსიპედს დაუკავშირა. მოქალაქე ბათუმის ქუჩებში ბავშვებთან ერთად ამგვარად გადაადგილდება.

აი სად გამოადგათ სურამის ცნობილი საფირმო ფაეტონები – ხაშურში ტაქსები ფაეტონებმა ჩაანაცვლა😁

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close