fbpx
საზოგადოებასაქართველო

ცხენი – ბოლო დღეების პოპულარული „სატრანსპორტო საშუალება“ თბილისში

მთელ საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტით გადაადგილების აკრძალვამ 17-იდან 21 აპრილის ჩათვლით ცხენი გადაადგილების პოპულარულ საშუალებად აქცია. ცხენებს არც მანქანების ხმაური და სიგნალი აფრთხობთ და არც ხალხმრავალი ქუჩები: გინდა, გააჭენე, გინდა, ჩორთით იარე, გზა თავისუფალია…

ამ ცხენების პატრონებმა ოთხფეხა მეგობრები სკვერში დააბეს დიღმის მასივში პოლიციის განყოფილების სიახლოვეს (ეშმაკს არ სძინავს, სიფრთხილე მაინც საჭიროა) და სანამ ეს საყვარელი არსებები მშვიდად ბალახობენ, სავარაუდოდ, მაღაზიაში ან აფთიაქში შევიდნენ საჭირო პროდუქტის შესაძენად.

კადრები ქეთი ლურსმანაშვილის ობიექტივმა „დაიჭირა“.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close