fbpx
საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის წითელ პარასკევს 81 ადამიანი დააჯარიმეს

საბერძნეთში გადაადგილებაზე დაწესებული ახალი შეზღუდვების დარღვევის გამო წითელ პარასკევს 81 ადამიანი დაჯარიმდა, – წერს The National Herald.

საბერძნეთის მთავრობამ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ქვეყანაში სრული კარანტინი არ გამოაცხადა, თუმცა გამკაცრდა კონტროლი მოქალაქეების გადაადგილებაზე. მიღებული ზომების გათვალისწინებით, პოლიცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს 24 საათის განმავლობაში აკონტროლებს.

კორონავირუსის გამო გამკაცრებული ზომების შემოღების შემდეგ საბერძნეთში წესების დარღვევის 535 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო მანქანის ნომერი პოლიციამ 56 ავტომობილს ჩამოართვა.

საბერძნეთში ახალშემოღებული შეზღუდვების გათვალისწინებით, უნებართვოდ გადაადგილებისთვის ჯარიმა 300 ევროს შეადგენს.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close