დღის თემავიდეომსოფლიო

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა (ვიდეო)

იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. რიტუალი წელს მრევლის გარეშე შესრულდა, ტაძარში მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიების რამდენიმე წარმომადგენელი იმყოფებოდა.

მაცხოვრის საფლავის ტაძარი ისრაელში შემოღებული კარანტინის ზომების გამო ტურისტებისა და მორწმუნეებისთვის 25 მარტიდან დაიკეტა. ამის შესახებ გადაწყვეტილება იერუსალიმის ქრისტიანულმა საეკლესიო ხელმძღვანელობამ პოლიციასთან შეთანხმებით მიიღო.

ბერძენი მღვდელმსახურები წმინდა ცეცხლს იერუსალიმის ძველი ქალაქის, იაფის (იაფა) ჭიშკართან მიიტანენ და იქ გადასცემენ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლებს, ისინი, თავის მხრივ, ცეცხლს ბენ გურიონის აეროპორტში წაიღებენ, რათა ისრაელში სპეციალურად ამ მიზნით ჩაფრენილ თავიანთი ქვეყნების წარმომადგენლებს გადასცენ. ამ უკანასკნელთ ეკრძალებათ თვითმფრინავის დატოვება, ამიტომ ცეცხლს მათ თვითმფრინავში გადასცემენ.

სამების საკათედრო ტაძარში „პილიგრიმ ტურსის“ ტურიზმის დირექტორმა ცისანა გემაზაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ისრაელში ორ სასულიერო პირთან ერთად გაემგზავრება და წმინდა ცეცხლს სამების საკათედრო ტაძარში აღდგომის ღამეს 23:00 საათის შემდეგ მიიტანენ.

წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.

ამავე თემაზე: აღდგომა და ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლის სასწაული – რა უნდა ვიცოდეთ

, 18 აპრილი, 2020 წ. იერუსალიმი. Tass-ის ფოტო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close