იტალიაში გასულ 24 საათში კოვიდ-19-ისგან 2072 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 525 პაციენტი
იტალიაში ბოლო 24 საათში 525 ადამიანი გარდაიცვალა დადასტურებული დიაგნოზით „კორონავირუსული პნევმონია“ (გუშინ მსხვერპლთა რიცხვი 578 იყო), ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან „კოვიდ-19“-ით სულ 22 170 ადამიანია გარდაცვლილი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ანსა“ იტალიის სამოქალაქო დაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
16 აპრილის საღამოს მონაცემებით იტალიაში დაფიქსირებულია ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 168 941 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა მთლიანობაში 40164 პაციენტი (გასულ ერთ დღე-ღამეში ეს მაჩვენებელი 2072-ით გაიზარდა, წინა დღეს კი ზრდა 968 იყო).
ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი გასულ ერთ დღე-ღამეში 3786-ით გაიზარდა (ოთხშაბათს, 15 აპრილს ზრდა 2667-ს შეადგენდა).
ბოლო ორი კვირაა, სტაბილურად იკლებს პაციენტების რაოდენობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში, სადაც ამ დროისთვის კოვიდ-19-ით დაავადებული 2936 ადამიანი იმყოფება, მათგან 1032 ლომბარდიის რეგიონშია. გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში რეანიმაციაში მოთავსებულ პაციენტთა რაოდენობა 143-ით შემცირდა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები