fbpx
ტექნოლოგიებიიტალია

იტალიაში კორონავირუსისგან მოქალაქეების დასაცავი აპლიკაციის გამოყენება დაიწყო

დღეს იტალიელებმა, კერძოდ, ლომბარდიის მცხოვრებლებმა მიიღეს ოფიციალური შეტყობინება, რომ უკვე შეუძლიათ თავიანთ მობილურ ტელეფონებში ჩამოტვირთონ აპლიკაცია AllertaLOM-ის განახლებული ვერსია, რომელიც მოქალაქეების კორონავირუსით ინფიცირებისგან დასაცავადაა შექმნილი.

აპლიკაციამ AllertaLOM, რომელსაც უკვე იყენებს სამოქალაქო დაცვის სამსახური მოქალაქეთა გაფრთხილებისთვის, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საგანგებო სიტუაციის დაწყებიდან უკვე 50 000-ზე მეტ მომხმარებელს მისცა საშუალება, მიეღოთ შეტყობინება და ინფორმაცია.

აპლიკაცია ხელმისაწვდომია Apple Store-სა და Google Play Store-ში მხოლოდ იტალიის მაცხოვრებლებისთვის. ამიერიდან AllertaLOM-ი ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების მონიტორინგისა და რუკაზე აღრიცხვისთვის (mappatura) მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცევა.

განახლებული ვერსიით, მომხმარებლებს შეუძლიათ შეავსონ აპლიკაციაში ინტეგრირებული კითხვარი, რაც შესაძლებელს გახდის მონაცემთა შეგროვებას ანონიმური ფორმით, შედეგად კი კრიზისის მართვის რეგიონულ განყოფილებებსა და სპეციალისტებს ექნებათ სრულყოფილი და სტრუქტურირებული ინფორმაცია ინფექციის გავრცელების შესახებ ლომბარდიის ტერიტორიაზე.

ეს პროექტ CERCACOVID-ის პირველი ნაბიჯია, რომელიც ციფრული კომპანია ARIA S.p.A-ს მეშვეობით, სან მატეოს საავადმყოფოსა და პავიის უნივერსიტეტის ექიმებთან და მკვლევარებთან თანამშრომლობით შეიქმნა.

ამრიგად, შესაძლებელია უფრო მეტად მიზანმიმართული გახდეს ჯანდაცვის სფეროში საგანგებო სიტუაციის მართვა (მაგ., წინასწარ გამოვლინდეს დაავადების ახალი აფეთქებები) და შემუშავდეს სტატისტიკური და ეპიდემიოლოგიური ანალიზები, რომლებიც აუცილებელია როგორც დღეისათვის, ისე მომავლისათვის.

პროექტის მთავარი მიზანია, შეგროვილი მონაცემების ანალიზი ლომბარდიის რეგიონში არსებულ სხვა მონაცემებთან გაერთიანდეს, რეგიონის ჯანდაცვის სტრუქტურებისა და დაწესებულებების მიერ მოწოდებული კლინიკური მონაცემებიდან გამომდინარე, გამოითვალოს დაინფიცირების რისკის ხარისხი და ამით გაძლიერდეს უსაფრთხოების ზომები სიმპტომების მქონე თუ უსიმპტომო ყველა მოქალაქისთვის.

შეგროვილი ინფორმაცია საშუალებას იძლევა მუდმივად განახლდეს „დაინფიცირების რისკის რუკა“, რომლის საფუძველზეც ექსპერტები ინფიცირების პროგნოზირების მოდელებს შემუშავებენ.

ციცი ხაბელაშვილი

მილანი, 16.04.2020

ავტორის ფოტოები

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close