fbpx
იტალიასაქართველო

კალაძე მალდინის ესაუბრა – იტალიელი მეგობრების გამო ვდარდობ

ცნობილმა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა ლუკა სერაფინიმ ინტაგრამის პირდაპირ ეთერში „მილანის“ ყოფილ მცველს და ვიცე-კაპიტანს, კახა კალაძეს ინტერვიუ ჩამოართვა. საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა იტალიაში არსებულ მდგომარეობასა და მეგობრებზე ისაუბრა.

„მე ვესაუბრე პაოლო მალდინის. საერთოდ, იტალიაში, ბევრი მეგობარი მყავს და ყველა მათგანის მდგომარეობას განვიცდი. ჩემთვის ადვილი არაა იტალიის ასეთ მდგომარეობაში ხილვა. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – ამბობს კალაძე.

კახა კალაძე „მილანში“ 2001-2010 წლებში თამაშობდა, „როსონიერის“ ფორმით საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა 194 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. იტალიელებთან ერთად კალაძე ორჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (2002-03, 2006-07), ევროპის სუპერთასის მფლობელი (2003, 2007) და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული (2007).

აღსანიშნავია, რომ კალაძე ერთ სეზონში გატანილი გოლებით „მილანის“ მცველებს შორის 2020 წლამდე რეკორდსმენი იყო. თავის სადებიუტო, 2000/2001 წლების სეზონში ქართველმა ოთხი გოლი გაიტანა, მანამდე ეს „მილანის“ ვერცერთმა მცველმა ვერ მოახერხა. რეკორდი მხოლოდ 2020 წელს ფრანგმა თეო ფერნანდესმა გააუმჯობესა, რომელმაც 15 იანვარს მეხუთე გოლი გაიტანა.

მერაბ მამულაშვილი

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close