fbpx
ეკონომიკასაქართველო

საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში მოსალოდნელ ფინანსურ კრიზისზე საუბრობენ

როგორ დაეხმარებიან საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს?

ახალი კორონავირუსის COVID19-ის პანდემიის ფონზე, მსოფლიოში მოსალოდნელ მძიმე ეკონომიკურ პრობლემებზე და საქართველოში მოსალოდნელ ფინანსურ კრიზისზე საუბრობენ საერთაშორისო პარტნიორები ღია წერილში, რომელიც სქართველოს მთავრობის მისამართით გავრცელდა.

წერილში ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელები და დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ მსოფლიოში ფინანსური პრობლემებია მოსალოდნელი, რაც თავისთავად დიდ გავლენას იქონიებს საქართველოზე და „ქვეყანაში ეკონომიკური ზარალი გაიზრდება“.

პანდემიის შედეგად, უარყოფითი ეკონომიკური პროცესები მსოფლიოს ყველა ქვეყანას შეეხება, თუმცა ეს განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებზე იქონიებს გავლენას, რომლებიც ტურიზმზე, ვაჭრობასა და საზღვარგარეთიდან შემოსულ გზავნილებზეა დამოკიდებული – ასეთი ქვეყნების რიგს კი საქართველოც მიეკუთვნება.

ღია წერილის ხელმომწერები ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დგამს პანდემიასთან მიმართებაში და ქვეყანა ამ პროცესებს წინა წლებში განხორციელებული ფისკალური პოლიტიკის წყალობით, კარგად მომზადებული შეხვდა, თუმცა წერილის ხელმომწერები ამბობენ, რომ ისინი ფიქრობენ საქართველოში დიდი მოცულობის ინვესტიციები ჩადონ და ქვეყანას ფინანსური დახმარება გაუწიონ.

„ჩვენ, აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა – რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) საშუალებით, საფრანგეთის რესპუბლიკა – განვითარების სააგენტოს (AFD) საშუალებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკის ჯგუფი, ერთად ვმუშაობთ, რომ უზრუნველვყოთ საქართველოს სწრაფი მხარდაჭერა, და ამჟამად განვიხილავთ ფინანსური დახმარების არსებით პაკეტს, რაც ხელს შეუწყობს ხელისუფლების ეფექტიან რეაგირებას ამ უპრეცედენტო კრიზისზე. განვითარების სფეროში მოღვაწე ბევრი სხვა პარტნიორი ასევე ამზადებს დახმარების პაკეტებს საქართველოს ხალხისთვის. როგორც საქართველოს გერბზე არსებული წარწერა სამართლიანად ამბობს, ახლა ნამდვილად „ძალა ერთობაშია“, – ნათქვამია წერილში რომელსაც ხელს აწერენ:

  • სელიმ შეკირი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში
  • დიეგო კოლასი, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში
  • მაჩიე ჩურა, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში
  • კატარინა ბიორლინ ჰანსენი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონული დირექტორი
  • კარლ ჰარცელი, ელჩი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი
  • ჰუბერტ ქნირში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში
  • სებასტიან მოლინეუსი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში
  • შეინ როზენტალი, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში
  • სიუპი ტერავანინტორნი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საინვესტიციო ოპერაციების დეპარტამენტი – რეგიონი II, გენერალური დირექტორი

amerikiskhma.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close