fbpx
საზოგადოებასაბერძნეთი

ბერძენი პროფესორი: ზაფხულში კორონავირუსის წამალი გვექნება

„მიმდინარეობს მსჯელობა იმის თაობაზე, აუცილებელია თუ არა ჯანმრთელი ადამიანებისთვის ნიღბების გამოყენება. ამ საკითხზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასაც არ აქვს“, – განაცხადა სამედიცინო ფაკულტეტის ინფექციური დაავადებების პროფესორმა ნიკოს სიფსასმა TV „მეგას“ ეთერში საუბრისას; ამიტომ, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ინდივიდუალური დაცვის რეკომენდებული ზომების შესრულება.

„ნიღბების შესახებ დისკუსიის მიუხედავად, არასდროს უნდა დაგვავიწყდეს ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ძირითადი ზომები: ორმეტრიანი დისტანციის შენარჩუნება, ხელების ხშირად დაბანა და ის, რომ არ შევეხოთ ხელით სახეს“, – განმარტა ინფექციური დაავადებების სპეციალისტმა.

მისივე თქმით, საბერძნეთი კარგ მდგომარეობაში იმყოფება სხვა ქვეყნებთან შედარებით, რაც საბერძნეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (ΕΣΥ) დამსახურებაა.

„ΕΣΥ ყველაფერს მართავს. დიდი გამოწვევაა, მოთმინებით დაველოდოთ ჩვენ მიერ განხორციელებული ზომების შედეგს“.

დაბოლოს, სასიკვდილო ვირუსით გამოწვეული დაავადების მკურნალობასთან დაკავშირებით ნიკოს სიფსასმა აღნიშნა, რომ მისი რწმენით, ზაფხულში კოვიდ-19-ის წამალი უკვე იქნება: „მე მჯერა, რომ ზაფხულში გვექნება ვირუსის საწინააღმდეგო წამალი“.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საბერძნეთში დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 2081 შემთხვევა, გარდაცვლილია 98 ადამიანი (5 – გასულ 24 საათში), გამოჯანმრთელდა 269 პაციენტი.

ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საბერძნეთში 26 თებერვალს გამოვლინდა თესალონიკში. 38 წლის ქალს ჩრდილოეთ იტალიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.

COVID-19-ით გარდაცვალების პირველი ფაქტი საბერძნეთში 23 მარტს დაფიქსირდა.

საბერძნეთში კორონავირუსის ეპიდემიის გამო 23 მარტიდან შეზღუდვები ამოქმედდა.

ნინო ბაჯელიძე

წყარო

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close