აშშ-ში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე სამშობლოში გადმოასვენეს
ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ძალისხმევითა და ორგანიზებით, აშშ-ში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე მარიამ კალომლეწავი სამშობლოში დღეს გადმოასვენეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„როგორც ცნობილია, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადმოსვენების ჩვეული პროცედურა აღარ მოქმედებს. ამის მიუხედავად, საქართველოს გენერალური საკონსულოს აქტიური ძალისხმევით მოხერხდა საქართველოს მოქალაქის სამშობლოში გადმოსვენება.
აღსანიშნავია, რომ ამ დროის განმავლობაში, საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივად იმყოფებოდა კონტაქტზე გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და უზრუნველყოფდა ოჯახს შესაბამისი საჭიროებებით. მარიამ კალომლეწავს, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, აშშ-ში 2019 წლის სექტემბრიდან მკურნალობდნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს მარიამ კალომლეწავის ოჯახსა და ახლობლებს“, – აღნიშნულია საგარეო უწყები სინფორმაციაში.
1tv.ge
კომენტარები