საზოგადოებასაბერძნეთი

ათენში უსახლკაროთა ცენტრი იხსნება – დედაქალაქის მერის პრეზენტაცია ინსტაგრამზე (ვიდეო)

ათენის მერი კოსტას ბაკოიანისი დიდი სიამაყით გვამცნობს, რომ იხსნება ახალი სტრუქტურა, რომელიც ძალიან სჭირდებოდა ქალაქს.

ეს არის ახალი ცენტრი უსახლკაროებისათვის, რომელიც მრავალმხრივია.

პირველი: ეს არის დღის ცენტრი, სადაც შეიძლება მოვიდეს საჭიროებისამებრ ადამიანი, მიიღოს შხაპი, გარეცხოს ტანსაცმელი, დაისვენოს და, აგრეთვე, მიირთვას ერთი ულუფა საჭმელი.

მეორე: საღამოს მოსულ თავშესაფრის არმქონე ადამიანს შეუძლია ღამე გაათიოს და დილით წავიდეს.

მესამე: შესაძლებელია ამ ცენტრის, როგორც სასტუმროს, გამოყენება და უფრო ხანგრძლივი ვადით დარჩენა.

მთელი შენობა დაყოფილია ოთახებად, ყველა მათგანს აქვს სამზარეულო, აბაზანა და საძინებელი. ჯამში ცენტრი 400 კაცზეა გათვლილი.

მერი ამბობს, რომ უსახლკაროთა ცენტრი ძალიან მცირე დროში აშენდა.

ნინო ბაჯელიძე

p. s. ცენტრის მისამართია: ახარნონის 3, ათენი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close