საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში გაიზარდა ჯარიმები გადაადგილების წესის დარღვევისთვის

დღეიდან, 9 აპრილიდან საბერძნეთში გამკაცრდა შეზღუდვები, რომლებიც მოქალაქეთა გადაადგილებას ეხება. ამის შესახებ სამოქალაქო თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოს ხარდალიასმა 8 აპრილს განაცხადა.

ახალი რეგულეციების მიზანია, არ მოხდეს დედაქალაქიდან რეგიონებში სააღდგომოდ მოქალაქეთა გადინება. კერძოდ, დიდი ქალაქების ყველა გასასვლელ გზატკეცილზე შეიქმნება სპეციალური ბლოკ-საგუშაგოები. თუკი მოქალაქეს არ ექნება მუდმივი ჩაწერა იმ რეგიონში, სადაც მიდის, დაჯარიმდება 300 ევროთი და 60 დღით ჩამოერთმევა მართვის მოწმობა. ამავე დროს, მას უკან, ქალაქში დააბრუნებენ.

ანალოგიური აკრძალვა ძალაშია აეროპორტებისა და საზღვაო პორტებისაკენ გადაადგილების დროს. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეების, ექიმებისა და სპეციალური საშვის მქონე პირებისთვის. შეზღუდვები ძალაში იქნება 27 აპრილამდე.

გიორგი ჯანელიძე

p. s. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის საბერძნეთში დაფიქსირებულია ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 1884 შემთხვევა, გარდაიცვალა 83 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 269.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close