საზოგადოებასაქართველო

„ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა, ეს სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს“ – პატრიარქი (ვიდეო)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ხარების დღესასწაულზე მრევლი, მათ შორის, ემიგრანტები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები ანუგეშა და განაცხადა, რომ რთული დრო გაივლის და ქვეყანაში მშვიდობა დაისადგურებს.

პატრიარქის მიმართვა საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებამ“ გაავრცელა.

ცნობისათვის: პატრიარქის 1-ლი აპრილის მიმართვაში წერია, რომ მორწმუნეთა იმ ნაწილს, რომელიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე, მათ, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს ვირუსით დასნებოვნების გამო, შეუძლიათ სახლში დარჩნენ.

პატრიარქი ასევე ურჩევს მრევლს, შეასრულონ მითითებები და ტაძარებსა და ტაძრის ეზოში ყოფნისას დაიცვან დისტანცია, საღმრთო ლიტურგიის შესრულებისას ეკლესიაში დარჩნენ მხოლოდ სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები, ხოლო დიდ საკათედრო ტაძრებში – შეზღუდული რაოდენობით მრევლიც.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close