fbpx
საზოგადოებასაქართველო

ეროვნული არქივი ყველაზე მოთხოვნად 8 ტიპის ცნობას უკვე დისტანციურად გასცემს

7 აპრილიდან საქართველოს ეროვნულმა არქივმა ყველაზე მოთხოვნადი 8 ტიპის ცნობის დისტანციურად გაცემა დაიწყო. ეს სერვისებია:

  • დაბადების შესახებ საარქივო ცნობა (1936 წლამდე არსებული მონაცემები);
  • ქორწინების შესახებ საარქივო ცნობა (1936 წლამდე არსებული მონაცემები);
  • განქორწინების შესახებ საარქივო ცნობა (1936 წლამდე არსებული მონაცემები);
  •  გარდაცვალების შესახებ საარქივო ცნობა (1936 წლამდე არსებული მონაცემები);
  •  კომლის შემადგენლობის შესახებ საარქივო ცნობა;
  •  ქონებრივი უფლების დამადასტურებელი საარქივო ცნობა;
  •  კოოპერატივში გაწევრების შესახებ საარქივო ცნობა;
  •  დოკუმენტის არქონის შესახებ საარქივო ცნობა.

საჭირო საარქივო მომსახურების მისაღებად შეგიძლით განაცხადი გაგზავნოთ ეროვნული არქივის ელექტრონულ ფოსტაზე ([email protected]) ან განაცხადი გააკეთოთ ეროვნული არქივის ცხელი ხაზის დახმარებით (214 05 05).

განაცხადები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს, 09:00-იდან 18:00 საათამდე.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, დაინტერესებული პირი მომზადებულ საარქივო ცნობას პირად ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს. მოთხოვნის შემთხვევაში, მას პასუხი გაეგზავნება „საქართველოს ფოსტითაც“.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close