fbpx
იტალიასაზოგადოება

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულ „პირველ პაციენტს“ გოგონა შეეძინა

მილანის ჰოსპიტალ ბუციში (Buzzi) 7 აპრილს კორონავირუსით ინფიცირებული იტალიელი „პირველი პაციენტის“ შვილი დაიბადა. ამის შესახებ მედია წერს.

მილანიდან დაახლოებით 60 კილომეტრში მდებარე ქალაქ კოდონიოს მცხოვრებ 38 წლის მამაკაცს კორონავირუსი 20 თებერვალს დაუდგინდა. მატია (ასე ჰქვია მას) „პირველ პაციენტად“ არის აღიარებული, სწორედ მისი შემთხვევის შემდეგ დაიწყო ეპიდემიის აფეთქება ლომბარდიაში. როგორც ცნობილია, კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა მის ცოლს – ვალენტინასაც, რომელიც ფეხმძიმედ იყო. 

„პირველი პაციენტი“ გამოჯანმრთელდა და 23 მარტს გაწერეს San Matteo di Pavia-ს საავადმყოფოდან. მისი მეუღლეც სპეციალიზებულ საავადმყოფოში იყო მოთავსებული, თუმცა მსუბუქად გამოხატული სიმპტომების გამო 2 კვირის შემდეგ ჩვეულებრივ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. გუშინ კი მას გოგონა შეეძინა.

ახალშობილს ჯულია დაარქვეს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close