პოლიტიკასაბერძნეთი

ევროობლიგაციების გარეშე ევროკავშირის 2 სუსტი რგოლი გაწყდება – იანის ვარუფაკისი (ვიდეო ქართული სუბტიტრებით)

საბერძნეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ევროობლიგაციების როლზე კორონავირუსის პანდემიის პირობებში

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს უკვე მიაყენა უდიდესი ეკონომიკური ზიანი. განსაკუთრებით დაზიანდნენ ევროკავშირის ქვეყნები – იტალია და ესპანეთი. ცხადია, რომ მათი ეკონომიკის გადასარჩენად განსაკუთრებული ზომების მიღებაა საჭირო და ეს საქმე ევროკავშირმა უნდა იკისროს.

ამავე დროს, ევროკავშირის მდიდარი სახელმწიფოები არ ჩქარობენ თავიანთი მხარდაჭერის პრაქტიკულად გამოხატვას. იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე დღემდე უშედეგოდ ითხოვს ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ სპეციალური ევროობლიგაციების გამოშვებას. გერმანია, ნიდერლანდები და ავსტრია ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, შესაძლოა საქმე ევროკავშირის დაშლამდეც კი მივიდეს.

გთავაზობთ საბერძნეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრის, ეკონომისტის, პარტია „მერა 25“-ის ლიდერის, იანის ვარუფაკისის მიმართვას, რომელშიც საუბარია ევროობლიგაციების მნიშვნელობაზე, გერმანიის სიჯიუტის მიზეზებსა და იმ საფრთხეზე, რომელიც ევროკავშირს ელის. მიმართვის ბოლოს ვარუფაკისი მოუწოდებს საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთისა და საბერძნეთის ხელისუფალთ გამოიმუშაონ ერთობლივი პოლიტიკა ევროობლიგაციებთან დაკავშირებით. სპეციალურად ჩვენი მკითხველისთვის ვიდეოს სუბტიტრები დავურთეთ ქართულ ენაზე, ასე რომ, ვარუფაკისის მოსაზრებები ქართულად შეგიძლიათ „მოისმინოთ“.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close