რას არ გაიგებ/ფაქტებიჩვენი ფავორიტი

ახალი ტრენდი – ქალებმა ნაგვის გადაყრა სამეჯლისო კაბებით დაიწყეს (ფოტო/ვიდეო)

კორონავირუსის გამო კარანტინში და თვითიზოლაციაში მყოფი ქალები ნაგვის გადასაყრელად სადღესასწაულო კაბებით გადიან გარეთ, ფოტოსესიებს აწყობენ და შემდეგ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

ამგვარი ფოტოები სოციალურ ქსელში ჯგუფში Your Bins Out in Your Ballgown (გადაყარე ნაგავი სამეჯლისო კაბით) გავრცელდა.

ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ენჯი ჯონსი გამოცემას უყვება, რომ იყიდა სადღესასწაულო კაბა, რომელიც ეპიდემიის გამო ვერსად ჩაიცვა, ამიტომ გადაწყვიტა კაბა სახლიდან ნაგვის გატანის დროს ჩაეცვა. ენდიმ ფოტოები გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მალე ეს ტრენდი პოპულარული გახდა და ამ პროცესში ცნობილი ადამიანებიც ჩაერთნენ, მათ შორის, ბრიტანელი ტელეწამყვანი ამანდა ჰოლდენი. მან ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი, ნაგვის ურნასთან პოზირებს.

ჯგუფი დაახლოებით სამი კვირის წინ შეიქმნა და უკვე  13 ათასამდე წევრი ჰყავს.

.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close