საქართველოსაზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
მოამბის სპეციალური გამოშვება - ამირან გამყრელიძის განცხადება

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჟურნალისტებს განუცხადეს.
საავადმყოფოში ამბობენ, რომ გარდაცვლილი კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალია, რომელიც კლინიკაში 31 მარტს მოათავსეს. ქალს თანმხლები დაავადებები ჰქონდა. მათივე ინფორმაციით, პაციენტი მარნეული-ბოლნისის კლასტერიდანაა.
„ქალბატონი კლინიკაში შემოიყვანეს კრიტიკული მდგომარეობით. ნებისმიერმა ვირუსულმა პათოლოგიამ შეიძლება გამოიწვიოს ასეთი პაციენტების დამძიმება, სამწუხაროდ, მაღალი ლეტალობის გამოსავლით“, – განაცხადა კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა.
1tv.ge
მსგავს თემზე: საქართველომ კორონავირუსით გარდაცვლილთა დაკრძალვის წესები შეიმუშავა
მოამბის სპეციალური გამოშვება – ამირან გამყრელიძის განცხადება
კომენტარები