საქართველოსაზოგადოება

ქართველი ექიმები დაამარცხებენ კორონავირუსს – მათ დაგვიბრუნეს საკუთარი თავის რწმენა და ეროვნული სიამაყის განცდა!

ქართველ ექიმებს ტაშს ნიუ-ორკშიც უკრავენ. ეს ამბავიც, რა თქმა უნდა, Facebook-მა გვამცნო.

სოციალური ქსელის მომხმარებლის, მაია მაისურაძის კედლიდან:

„ჩემმა მეგობარმა, ნიუ-იორკში მცხოვრებმა, მიამბო: აფთიაქში შესულს ფარმაცევტმა ჩემი აქცენტის გამო ეროვნება მკითხაო. როდესაც Georgia გაიგო, დადო ყველაფერი და ტაში დასცხოო ), ყველა აჰყვა, ვინც რიგში იდგა და 5 წუთი ასე გაოგნებული ვიდექიო…, რატომ არ გადაიღე-მეთქი – ვუსაყვედურე – ისე დავიბენი, ვერაფერი ვერ მოვახერხე, ცრემლები კი მომდიოდა ღაპაღუპითო!

P. S. კი დაგვიბრუნა ამ კორონამ ქართველებს საკუთარი თავის რწმენა და ეროვნული სიამაყის განცდა! ყველაფერი კარგად იქნება და ეს პერიოდი ბევრ რამეს და ვინმეს თავის სახელს საბოლოოდ დაარქმევს!“

ეს ტაში, პირველ რიგში, ამ „დიდ სამეულს“ ეკუთვნის.

მათ ზურგს კი ქართველი ექიმების დიდი არმია უმაგრებს. უპირველესად, ინფექციური საავადმყოფოს მედიკოსები, რომლებმაც კორონავირუსის პირველი დარტყმა  მოიგერიეს.

ინფიცირების მომატებული შემთხვევების პარალელურად მათ უკვე სხვებიც შეუერთდნენ ისეთივე თავდადებით –  ასე ისვენებენ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმები მძიმე მორიგეობის შემდეგ.

ქართველი ექიმები ნამდვილად დაამარცხებენ კორონავირუსს – მათ ამის სჯერათ.

ჯერ მხოლოდ ბრძოლებია მოგებული – გადარჩენილი 28 სიცოცხლე… ომი „უჩინარ მტერთან“ გრძელდება!.. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თუ ყოველდღე ახალი შემთხვევების რაოდენობა 20-ს არ გადააჭარბებს, ერთ თვეში 600 შემთხვევა იქნება, რაც სხვა ქვეყნებში ერთ დღეში ფიქსირდება.

ესენიც კორონავირუსთან მებრძოლი ექიმები არინ, მაგრამ, საბედნიეროდ, არა – ქართველი ექიმები, როგორც ფეისბუქში მრავალგზის გაზიარებული პოსტები გვარწმუნებენ. ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი პიკური მდგომარეობისგან!

როდის მოუგია ომი ქართველს საბრძოლო ცეკვის გარეშე?! ჰოდა, ცეკვავენ ქართველი მედიკოსები, რომ „უჩინარ მტერთან“ ომში გაძლიერდნენ.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close