მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

თურქეთმა ესპანეთისთვის განკუთვნილი ჩინური რესპირატორები თავისთვის დაიტოვა

თურქეთმა ესპანეთის მიერ ჩინეთში ნაყიდი რესპირატორები თავისთვის დაიტოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური მედია ავრცელებს. როგორც ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არანჩა გონსალეს ლაიამ განაცხადა, ესპანეთის რამდენიმე რეგიონმა ჩინეთში რესპირატორები შეიძინა, ჩინეთიდან ესპანეთში მიმავალი თვითმფრინავი ანკარაში დაჯდა, რა დროსაც თურქეთის შესაბამისმა ორგანოებმა ტვირთი არ გაატარეს და თავისთვის დაიტოვეს.

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ბოლო დღეების განმავლობაში თურქეთმა სამედიცინო პროდუქციის ექსპორტი შეზღუდა, თუმცა ამ შემთხვევაში ესპანეთმა აღნიშნული პროდუქცია ჩინეთში შეიძინა, ხოლო ანკარა კი ჩინეთიდან ესპანეთში მიმავალი თვითმფრინავისთვის ერთ-ერთ სატრანზიტო პუნქტს წარმოადგენდა.

არანჩა გონსალეს ლაიამ აღნიშნა, რომ თავის თურქ კოლეგას რამდენჯერმე ელაპარაკა, რათა ტვირთი გაეტარებინათ თურქეთის საზღვარზე, თუმცა ესპანეთის მთავრობაში ამ ტვირთს უკვე დაკარგულად მიიჩნევენ.

imedinews.ge

ცნობისათვის: ამ დროისთვის თურქეთში SARS-CoV2-ით ინფიცირების შემთხვევები 20 900-ს აჭარბებს, გარდაცვლილია 425 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 484 პაციენტი. თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ 11 მარტს გახდა ცნობილი – ინფიცირებულ თურქეთის მოქალაქე მამაკაცს ევროპაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. გარდაცვალების პირველი შემთხვევა კი 18 მარტს დაფიქსირდა – 89 წლის მამაკაცი ჩინეთში მოგზაურობიდან დბრუნებულმა თანმშრომელმა დააინფიცირა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close