საქართველო

როგორ ზრუნავენ ჩვენზე, რომ ხვალ მშვიდად გამოვიღვიძოთ (ვიდეო)

ღამის დაცარიელებული თბილისი უჩვეულო სანახავია, თუმცა კარგი ამბავი ისაა, რომ უკვე გამონაბოლქვის ნაცვლად ფილტვებში ჟანგბადი ჩადის. საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, თბილისში ჰაერში არსებული მყარი ნაწილაკების რაოდენობა ბოლო დროს 45%-ით შემცირდა.

აღარც მანქანის ხმაური გვაწუხებს და აღარც მთვრალიების შეძახილები…

„დავარღვიოთ“ კომენდანტის საათი და გავისეირნოთ თბილისში…

(დრონით გადღებული კადრები გიორგი შერმაზანაშვილს ეკუთვნის)

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. ამჯერად საბურთალოს რაიონში ქავთარაძის ქუჩა და ყაზბეგის გამზირი, ასევე, გლდანის რაიონში ბოჭორიშვილის (ბაზრის), ნანეიშვილის, კეცხოველისა და ჯაბიძის ქუჩები მოირეცხა.

ასე თუ გააგრძელა თბილისის მერიამ, შეიძლება სახლში მტვერი დღეში ორჯერ აღარ გვქონდეს გადასაწმენდი [wp-svg-icons icon=”happy-2″ wrap=”i”]

თბილსერვისისა“ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც თბილისის ქუჩებს სადეზინფექციო საშუალებებით წმენდენ, მოქალაქეები აივნებიდან მადლიერების ტაშით შეხვდნენ.

„კომენდანტის საათის“ დროს დაცარიელებული ბათუმის ქუჩების „პატრულირებას“ „კუპატა“ აგრძელებს. მართალია, „კუპატას“ საყვარელი ბავშვები არ ჩანან, მაგრამ ვინ იცის… ყოველი შემთხვევისთვის „კუპატა“ ფხიზლადაა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close