დღის თემავიდეო

გიორგი გახარია – აშკარაა, რომ სიტუაცია მძიმდება, დაინფიცირების ტემპი უფრო და უფრო სწრაფი ხდება (ვიდეო)

„ორ ფრონზე ვიბრძვით: პირველი არის ჯანდაცვა, მეორე - ეკონომიკა და მნიშვნელობა არ აქვს არცერთ ფრონტზე სრულ გამარჯვებას, თუ რომელიმეზე დავმარცხდით“

სამწუხაროდ, დღეს გვაქვს კორონავირუსის 18 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გუშინ გვქონდა 15. აშკარაა, სიტუაცია გარდა იმისა, რომ მძიმდება, ამასთან ერთად, ტემპიც სულ უფრო და უფრო სწრაფი ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისად, ძირითადი დატვირთვა გადადის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჰოსპიტალურ სექტორზე და ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს მიიღო დავალებად ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობის შემოწმება უახლოესი ორი დღის განმავლობაში.

გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის სამინისტროსგან მოითხოვა დეტალური ინფორმაცია, თუ როგორია მზაობა ვირუსთან ბრძოლის პირველ ცხელ ხაზზე.

„ჩვენ გვყავს დაახლოებით 1200 სოფლის ექიმი და დაახლოებით 2000 ოჯახის ექიმი. შესაბამისად, სად არიან ეს ადამიანები, რას აკეთებენ, რამდენად არიან მზად და როგორ არის გაშლილი ეს ინფორმაცია. პირველ რიგში, ამ ადამიანების ტრეინინგები და მათი მზაობა ცხელებასთან გამოწვეული პრობლემების გამკლავებაში. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ერთადერთი დაზღვევა, რომელსაც შეუძლია ჯანდაცვის სისტემაზე, ჰოსპიტალურ სისტემაზე ზეწოლა შეამსუბუქოს“, –  განაცხადა გახარიამ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მეთაურმა, აგრეთვე, დავალება მისცა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს, უახლოეს პერიოდში წარადგინონ საკრედიტო-საგარანტიო სქემა პოსტკრიზისულ პერიოდში ბიზნესის მხარდასაჭერად.

„ორ ფრონზე ვიბრძვით: პირველი არის ჯანდაცვა, მეორე – ეკონომიკა და მნიშვნელობა არ აქვს არცერთ ფრონტზე სრულ გამარჯვებას, თუ რომელიმეზე დავმარცხდით“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარია ასევე გამოეხმაურა მმართველი გუნდის სოლიდარობის აქტს, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი ხელფასის მესამედს სამი თვის განმავლობაში სპეციალურ ფონდში გადარიცხავს.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა თბილისის მერს, კახა კალაძეს დედაქალაქის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებისთვის და მის მრჩეველს, სოზარ სუბარს დაავალა, ანალოგიური სამუშაოები რეგიონულ ცენტრებშიც განხორციელდეს.

თბილისში სადეზინფექციო სამუშაოები წუხელ გვიან ღამით პეკინის ქუჩაზე, რუსთაველის გამზირსა (მეტრო რუსთაველიდან ბარათაშვილის ხიდამდე) და ჰუალინგის დასახლების მიმდებარედ (ვარკეთილის მეტრომდე) ჩატარდა.

გზის მორეცხვის სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ 100-მდე თანამშრომელი სპეციალური ხსნარებისა და ტექნიკის საშუალებით ასრულებს

საქართველოში დღეს დილის10 საათისთვის კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა იყო დადასტურებული.

ამ დროისთვის (14:00), ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსის 148 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 27 პაციენტი. 2 ინფიცირებული, ავსტრიის მოქალაქეები, ავსტრიაში დააბრუნეს სპეცრეისით, შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში COVID-19-ით დაავადებული 119 პაციენტია, რომელთაგან, სულ ცოტა, 10 უკვე გამოჯანმრთელების ფაზაშია და მალე დატოვებს კლინიკებს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 319 ადამიანი.

გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ პიკის ფაზაში გადასვლა საქართველოში აპრილის შუა რიცხვებიდან არის მოსალოდნელი.

1tv.ge-ს მიხედვით

საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს დავალებები მისცაჯანდაცვის სამინისტრომ დღეს მიიღო დავალებად, ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობის შემოწმება უახლოესი 2 დღის განმავლობაში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.მთავრობის მეთაურმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, კორონავირუსთან დაკავშირებით დღეს არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ძირითადი დატვირთვა დღეს ჯანდაცვის სამინისტროს და ჰოსპიტალურ სექტორზე გადადის.„დღეს, სამწუხაროდ, გვაქვს 18 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გუშინ გვქონდა 15. აშკარაა, რომ სიტუაცია გარდა იმისა, რომ მძიმდება, ამასთან ერთად, ტემპიც სულ უფრო და უფრო სწრაფი ხდება. ამიტომ, დღეს ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვხედავთ, რომ ძირითადი დატვირთვა გადადის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჰოსპიტალურ სექტორზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.მთავრობის მეთაურმა ჯანდაცვის სამინისტროსგან მოითხოვა დეტალური ინფორმაცია, თუ როგორია მზაობა, ვირუსთან ბრძოლის პირველ ცხელ ხაზზე.„ჩვენ გვყავს დაახლოებით 1200 სოფლის ექიმი და დაახლოებით 2 000 ოჯახის ექიმი. შესაბამისად, სად არიან ეს ადამიანები რას აკეთებენ, რამდენად არიან მზად და როგორ არის გაშლილი ეს ინფორმაცია. პირველ რიგში, ამ ადამიანების ტრეინინგები და მათი მზაობა, ცხელებასთან გამოწვეული პრობლემების გამკლავებაში. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ერთადერთი დაზღვევა, რომელსაც შეუძლია ჯანდაცვის სისტემაზე, ჰოსპიტალურ სისტემაზე ზეწოლა შეამსუბუქოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დღეს მთავრობა ფაქტობრივად ორ ფრონტზე იბრძვის – პირველი არის ჯანდაცვა, მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და მეორე – ეკონომიკა.„დღეს ჩვენ ფაქტობრივად ორ ფრონტზე ვიბრძვით – პირველი არის ჯანდაცვა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და მეორე – ეკონომიკა; არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც ერთ ფრონტზე სრულ გამარჯვებას, თუ ამ ორიდან რომელიმეზე დავმარცხდით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ეკონომიკის ნაწილზე.„ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიიღეთ დავალებად საკრედიტო-საგარანტიო სქემების ამუშავებაზე პოსტკრიზისულ ეტაპზე, კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ, რაზეც ჩვენ გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს. აქ შესაძლებელია ჩვენი პარტნიორი დონორი ორგანიზაციების დახმარება. მნიშვნელოვანია, ჩვენმა ბიზნესმა იცოდეს, რომ ეს იქნება საკრედიტო-საგარანტიო სქემები, რომლითაც პოსტკრიზისულ ეტაპზე ჩვენ შევძლებთ, კომპანიებს დავეხმაროთ, რომ სწრაფად განვითარდნენ. ჩვენი გათვლებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საუბარია დაახლოებით 2 მილიარდის კრედიტების საგარანტიო სქემებით დახმარებაზე, ხაზგასმით აღვნიშნავ პოსტკრიზისულ პერიოდში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, როგორც ადრე დავიწყეთ ბევრთან შედარებით ეპიდემიასთან ბრძოლა, დღეს უნდა დავიწყოთ პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შექმნა და უნდა გვქონდეს აშკარა სხვაობა, რას ვაკეთებთ კრიზისის პერიოდში და რას ვაკეთებთ პოსტკრიზისულ პერიოდში“, – განაცხადა პრემიერმა.გიორგი გახარიას შეფასებით, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან კრიზისის შემდეგ გლობალური კონკურენცია დაიწყება ქვეყნებს შორის, როგორ სწრაფად შეძლებენ ეკონომიკური პრობლემების დაძლევას.მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური პროგრამების ჭრილში ძირითადი აქცენტი ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე კეთდება.„ეკონომიკის სამინისტრომ უკვე წარმოადგინა გეგმა, რაც მოწონებულია მთავრობის მიერ და ძირითადი აქცენტი გაკეთდა ქართული წარმოების განახლებაზე, მაგალითად ისეთ წარმოების, როგორიც არის „აგარის შაქარის“ თავიდან ამუშავება, რამეთუ სრულად შეცვლილია როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების სტრუქტურა არა მარტო ჩვენს ეკონომიკაში, არამედ რეგიონშიც, ამიტომ ისეთი წარმოებები, რომლებიც მაგალითად ეფექტურობის თვალსაზრისით რამდენიმე თვის წინ არ იყვნენ აქტუალურები, დღეს სხვა დატვირთვას იძენენ. შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს ევალება, შეიმუშაოს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის სქემები, არა მხოლოდ პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, სადაც სერიოზულად გაუმჯობესებული კრიტერიუმები იქმნება ადგილობრივი წარმოების დასაკრედიტებლად, არამედ სხვა მიმართულებებითაც. მათ შორის იმპორტის, არათუ შეზღუდვის, არამედ სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით ხელშეწყობის, რომ ჩვენ ჩვენი შიდა მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ ჩვენი ადგილობრივი წარმოების საშუალებით. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ამას დღესვე უნდა ჩავუყაროთ საფუძველი“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში უსაფრთხოების ნორმების დაცვის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ ყველა ის კომპანია, რომელიც შეძლებს, დაადასტუროს, რომ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ამ ნორმებს, ექნება საშუალება, გააგრძელოს ფუნქციონირება. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა მიესალმება მიტანის სერვისების მიწოდების განვითარებას ქვეყანაში.პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ყველა ის კომპანია, რომელიც შეძლებს, დაადასტუროს, რომ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ამ ნორმებს, რა თქმა უნდა, ექნება საშუალება, გააგრძელოს ფუნქციონირება. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა მიესალმება მიტანის სერვისების მიწოდების განვითარებას ქვეყანაში.„მოთხოვნა არის დავაკმაყოფილოთ უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გვიდგენს. დღეს ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე, ერთი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, მეორე – ეკონომიკა. ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რომ აქ, პრიორიტეტების დაყენება დღეს უკვე არ იქნება სწორი. ორივე ფრონტი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.მთავრობის მეთაური გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ინიციატივას, ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურებიდან შესაბამის ფონდში გადარიცხვების თაობაზე და აღნიშნა, რომ ეს არის სოლიდარობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტი.პრემიერ-მინისტრის თქმით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურებიდან შესაბამის ფონდში გადარიცხვების თაობაზე არის კიდევ ერთი დასტური იმისა, როგორ იქმნება სახელმწიფო ინსტიტუტები და როგორ ძლიერდება ქვეყანა მსგავსი გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში.„მინდა გამოვეხმაურო „ქართული ოცნების“ ინიციატივას, პოლიტიკოსების მხრიდან, ისევე, როგორც პარლამენტარების მხრიდან, მთავრობის მხრიდან, მათი ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურებიდან შესაბამის ფონდში გადარიცხვების თაობაზე და, რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ ეს არის სოლიდარობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება მასობრივი მოძრაობა არა მხოლოდ ჩვენი გუნდის წარმომადგენლების.ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, როგორ იქმნება სახელმწიფო ინსტიტუტები და როგორ ძლიერდება ქვეყანა მსგავსი გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.პრემიერ-მინისტრმა თბილისის მერიის მიერ ჩატარებული სადეზინფექციო სამუშაოები პოზიტიურად შეაფასა და მსგავსი ღონისძიებების მსხვილ რეგიონულ ქალაქებში ჩატარება სოზარ სუბარსაც დაავალამთავრობის მეთაურმა რეგიონულ საკითხებში მრჩეველს, სოზარ სუბარს დაავალა, მსგავსი ღონისძიებები მსხვილ რეგიონულ ქალაქებშიც ჩატარდეს.„მინდა მივესალმო თბილისის მერის ინიციატივას, ქუჩებში ჩატარებული დეზინფექციის სამუშაოების თვალსაზრისით. აბსოლუტურად სწორი ღონისძიებაა, მისასალმებელია და მინდა ბატონ სოზარს ვთხოვო, რომ მსგავსი ღონისძიებები მსხვილ რეგიონულ ქალაქებშიც რომ ჩატარდეს. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რამეთუ, ეს არის ის მარტივი, სწორი ნაბიჯები, რითაც ჩვენ შეგვიძლია ამ ინფექციის გავრცელებას ხელი შევუშალოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.#StopCoV #COVID19

Gepostet von საქართველოს მთავრობა am Freitag, 3. April 2020

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close