საქართველოსაზოგადოება

134 ინფიცირებული – როდის გადავა საქართველო პიკურ სტადიაზე?

საქართველოში ამ დროისთვის ოფიციალურად დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 134 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 26 პაციენტი, უახლოეს დღეებში კიდევ 10-მდე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. არ გვყვავს არცერთი გარდაცვლილი.

ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა დღეს აჭარაში, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ,  თორნიკე რიჟვაძემ საგანგებო შტაბის შეკრების შემდეგ განაცხადა.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, იგი კოორდინაციას უწევს მთელი ქვეყნის მასშტაბით პაციენტების მკურნალობის მართვას და მისი ინფორმაციით, კრიტიკულ მდგომარეობაშია 5 პაციენტი, დანარჩენების მდგომარეობა ნაკლებად მძიმე და მსუბუქიც კია. „მათთან სერიოზულ გართულებებს არ ველით. ჯერჯერობით 5 კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა არ არის უიმედო“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

2 აპრილს SarsCoV2-ით ინფიცირებული პაციენტების რიცხვი საქართველოში 17-ით გაიზარდა.

კორონავირუსი დაუდგინდათ რუსთავის საკრებულოს წევრს და მის მამას.

მანამდე კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა საკრებულოს წევრის დედასაც, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია. მას ბანკის კიდევ ექვს თანამშრომელთან ერთად ახალი ტიპის ვირუსით ინფიცირება დღეს დილით დაუდგინდა. ქვემო ქართლის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, საკრებულოს 20 წევრი და თავად თავმჯდომარე კარანტინიში არიან.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის დადასტურებული ერთი ახალი შემთხვევა ბათუმიდან გადმოყვანილი 10 წლის ბავშვის მშობელია. მისივე თქმით, დღეს ტესტი 14-მდე პაციენტს ჩაუტარდა და კოვიდ-19 მხოლოდ მოზარდის მშობელს დაუდასტურდა. თავად მოზარდს კორონავირუსი გუშინ დაუდგინდა ბათუმში, სადაც ბებიასთან ერთად კარანტინში იმყოფებოდა საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ.

კორონავირუსი დაუდასტურდა რესპუბლიკური საავადმყოფოს  3 პაციენტს, რომელთაც, საავადმყოფოს ხელმძღვანელის, ლევან გოფოძის თქმით, ეპიდისტორია აქვთ. პაციენტები საშუალო ასაკისანი არიან და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, პნევმონია არცერთს აქვს.

* * *

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს 35 მოქალაქეს, მათგან 5 გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, 4 მოქალაქე ესპანეთში გარდაიცვალა, ერთი – ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მინისტრის თქმით, სამინისტრო მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფება ელჩებთან და მათგან იღებს ინფორმაციას.

„ჩვენი ელჩები არიან მუდმივ კომუნკაციაზე როგორც ჩვენთან, ასევე ადგილობრივ უწყებებთან. ისინი გვაწვდიან ამის შესახებ ინფორმაციას. დღესდღეობით, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, 35 ქართველ მოქალაქეს დაუფიქსირდა სხვადასხვა ქვეყანაში „კოვიდ19“-ის ინფექცია, რომელთაგან, სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ ხუთი მოქალაქე გარდაიცვალა. ეს რიცხვიც მუდმივად მზარდია და ჩვენი ელჩები უზრუნველყოფენ ამ ინფორმაციის დეტალურ მოწოდებას სამინისტროსთვის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

* * *

აპლიკაცია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ კომპონენტად დაინერგა, უკვე იტესტება საქართველოში.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, აპლიკაციის ამოქმედების შემთხვევაში მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას, ჰქონდათ თუ არა მათ კონტაქტი ინფიცირებულ პირთან. ასევე ინფორმაციას იმ ადგილებთან დაკავშირებით, სადაც ინფიცირებულ ადამიანებს შეხება ჰქონდათ.

აპლიკაციასთან დაკავშირებით ვგეგმავთ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას მოსახლეობისთვის. ის ამ ეტაპზე არის მხოლოდ სატესტო რეჟიმში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ეპიდემიის პიკურ სტადიაზე გადასვლა საქართველოში აპრილის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი – იმის მიხედვით, თუ რამდენად ეფექტიანი იქნება მენეჯმენტი სახელმწიფოს მხრიდან, ასევე, ჩვენი მოქალაქეების მიერ მთავრობის დადგენილებების შესრულება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადა.

მომზადებულია 1tv.ge-ს მიხედვით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close