fbpx
მსოფლიო

CNN: რატომ იფეთქა ინფექციამ ხელახლა ჰონკონგში?

ადამიანების დროული რეაქცია და იზოლაცია იყო ის მთავარი ელემენტები, რომელთა საშუალებითაც იცავდნენ თავს ჰონკონგში მოქალაქეები. მუშაობდნენ დისტანციურად, იცავდნენ უსაფრთხოების ნორმებს, ხშირად იბანდნენ ხელებს, ატარებდნენ ნიღბებსა და სპეციალურ აღჭურვილობას და, რაც მთავარია, იცავდნენ სოციალურ დისტანციას. ახლა ამ ყველაფერს წარსულ დროში ვამბობთ, იმიტომ კი არა, რომ დღეს ამას აღარ აკეთებენ, უბრალოდ, იმიტომ რომ მათ ეს მექანიზმი დროებით შეასუსტეს და ინფიცირების ახალი ტალღის წყაროც გახდნენ. ამის შესახებ CNN-ი წერს.

მოკლედ, იმ დროს, როდესაც მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ აზიაში, მათ შორის, სამხრეთ კორეაში და იაპონიაში დაავადებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, 7-5-მილიონიან ქალაქში მხოლოდ 150 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. სწრაფად გავრცელდა ინფექცია მთელ ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში, თუმცა, ჰონკონგი ამ პანიკის პერიოდში სტაბილურობას ინარჩუნებდა.

მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა, როდესაც საზოგადოებამ ვირუსის წინააღმდეგ კარგად აპრობირებული და ყველაზე გამართლებული მეთოდები შეასუსტა. სახლიდან რამდენიმე კვირის მუშაობის შემდეგ, ჰონკონგის 180 000 საჯარო მოხელეთა უმრავლესობა დაბრუნდა ოფისებში. ისევ დაიწყო ხალხმა ქუჩაში სიარული და ხალხმრავლობა აღარ მიაჩნდათ საშიშად. შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობა აქ არასდროს გამოცხადებულა და არც აკრძალულა სადმე გასვლა, რადგან ყველაფერი ნებაყოფლობითი იყო, როგორც სახლში დაჯდომა, ისე სახლიდან გამოსვლაც.

ასე დაიწყო ჰონკონგმა ძველი ცხოვრების სტილის დაბრუნება. შედეგად კი ბოლო ერთ კვირაში დაავადებულთა რაოდენობა ქალაქში გაორმაგდა და დაიწყო ადგილობრივი გადაცემა. ინფექცია ასევე შეიტანეს მოქალაქეებმა, რომლებიც სასწავლებლად ან სამუშაოდ იყვენენ წასულები სხვა ქვეყნებში. ასევე დაინფიცირდნენ ის ადამიანები, რომლებმაც ჩინეთში კორონავირუსის აფეთქების ფონზე, თავის დასაცავად ჰონკონგი დატოვეს და სხვა კონტინენტზე გადაინაცვლეს, ახლა სამშობლოში დაბრუნებულები კი, უკვე დაავადებულები არიან.

ამიტომაც, დღევანდელი მდგომარეობით, ყველას, მათ შორის, არარეზიდენტებს ეკრძალებათ ტერიტორიის დატოვება და შემუშავებულია ახალი გეგმა, შეზღუდვები, რადგან მოულოდნელი დარტყმებისთვისაც მზად იყოს ქალაქი. მსგავს გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს მთელი მსოფლიო, რადგან აქ განხორციელებული ღონისძიებებით ხელმძღვანელობს შემდეგ ევროპა და ამერიკა. ასე გვკარნახობს ჰონკონგი ცხოვრების სტილს და თავდაცვის საშუალებებსაც, ხოლო სახლში დარჩენა უფრო გრძელვადიანი იქნება, ვიდრე ალბათ ჩვენ წარმოგვიდგენია.

მაგრამ ეს ბოლო შემთხვევა შეიძლება მწარე გაკვეთილად დაგვამახსოვრეეს ყველას – როგორც ჰონკონგის მოქალაქეებს, ისე ჩვენ, რომ იგივე არ გავიმეოროთ, არ მოვდუნდეთ დროზე ადრე და სულ გვახსოვდეს, რომ დავრჩეთ სახლში. ასევე უნდა გავაძლიეროთ კარანტინი და სოციალური დისტანცია, რომ ინფექციის მორიგი რაუნდი ავიცილოთ თავიდან, ამაზე პასუხისმგებლები კი ყველა თითოეული ჩვენგანი ვართ, ინდივიდუალურად.

წყარო: bm.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close