მსოფლიოსაზოგადოება

წმიდა ცეცხლის რიტუალი ლიმიტირებულ ფორმატში, ერისკაცთა გარეშე ჩატარდება – JERUSALEM POST

აღდგომის წინადღეს, 18 აპრილს, დიდ შაბათს, სავარაუდოდ, წმიდა ცეცხლის რიტუალი ერისკაცთა გარეშე ჩატარდება და მას მაცხოვრის აღდგომის ტაძარში სხვადასხვა კონფესიის 10-15 წარმომადგენელი დაესწრება – წერს Jerusalem Post-ი ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო მომლოცველები რიტუალზე დასწრებას ვერ შეძლებენ, სარიტუალო ცეცხლს სპეციალური რეისებით ჩაიტანენ მართლმადიდებლური უმრავლესობით დასახლებულ ზოგიერთ ქვეყანაში.

„ცერემონიის ზუსტი მექანიზმი ჯერ არ შემუშავებულა, რადგან ჯანდაცვის სამინისტრომ მას შესაძლოა მეტი შეზღუდვა განუსაზღვროს, მაგრამ უკვე ორგანიზებულია რეისები რუსეთში, უკრაინასა და საბერძნეთში“, – უთხრა წყარომ გამოცემას.

tabula.ge (შემოკლებული ვერსია)

p. s. იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძარი 26 მარტს დაიკეტა კორონავირუსის პანდემიის გამო. ამ საკითხზე შეთანხმება შედგა იერუსალიმის პოლიციასა და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებს შორის. თავიდან ტაძრის ერთი კვირით დაკეტვა გადაწყდა, თუმცა შეზღუდვა, სავარაუდოდ, მანამ გაგრძელდება, სანამ სიტუაცია არ განიმუხტება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close