fbpx
მსოფლიო

ლონდონში კორონავირუსის შედეგად 13 წლის ბიჭი გარდაიცვალა

ლონდონში კორონავირუსის შედეგად 13 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს.

როგორც იუწყებიან, დაღუპული ისმაილ მოჰამედ აბდულვაჰაბია, რომელიც ლონდონის სამხრეთ ნაწილში, ბრიქსტონში ცხოვრობდა.

გარდაცვლილის მშობლები აცხადებენ, რომ მოზარდს სხვა დაავადებები არ აღენიშნებოდა.

როგორც „ბიბისის“ წერს, 13 წლის ბიჭი დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლია.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბელგიაში კორონავირუსის შედეგად,12 წლის გოგონა დაიღუპა.

1tv.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close