მსოფლიო
ერევანში მდებარე ყველაზე დიდი სპორტულ-საკონცერტო კომპლექსის ფოიეში საწოლები განალაგეს, – ამის შესახებ კარენ დემირჭიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსის დირექტორმა, კარენ აზარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, კომენდანტის რეჟიმის შტაბმა კომპლექსს ორი დღის წინ ტერიტორიის გამოყოფის თხოვნით მიმართა.
„კომენტარს ვერ გავაკეთებ. მხოლოდ ვიტყვი, რომ კომპლექსი სახელმწიფო ქონებაა და კომენდანტის საათის რეჟიმის შტაბმა ტერიტორიის გამოყოფა გვთხოვა, ჩვენც გამოვყავით“, – განაცხადა მან.
1tv.ge
ცნობისათვის: სომხეთში კორონავირუსით 532 ადამიანია ინფიცირებული, ბოლო 24 საათში 50 ახალი შემთხვევა გამოვლინდა . გარდაცვლილია 3 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 30.
კომენტარები