fbpx
საზოგადოებასაქართველო

„თიბისი“ ჯანდაცვის სამინისტროს „კოვიდ-19“-ის 10000 სწრაფ ტესტს გადასცემს

„თიბისიმ“, პროგრამის „თიბისი შენთვის“ ფარგლებში, „კოვიდ-19“-ის სწრაფი ტესტები შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი ბანკი“ ავრცელებს.

„თიბისიმ“ მთავრობასთან კონსულტაციების საფუძველზე COVID-19-ის 10 000 სწრაფი ტესტის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო. ტესტებს საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოიტანენ და „თიბისი“ მათ ჩამოტანისთანავე გადასცემს ჯანდაცვის სამინისტროს“, – აცხადებენ კომპანიაში.

„თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში.

„ჩვენ გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა და მზად ვართ, მაქსიმალურად დავეხმაროთ ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლაში. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ მთავრობასთან ერთად იმ საჭიროებების გამოსავლენად, რაც ახლა ჩვენს წინაშე დგას და ამ ნაბიჯით თიბისი არსებულ გამოწვევებს პასუხობს“, – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

კომპანიის ცნობით, შეკვეთა 10 000 სწრაფი ტესტის შეძენაზე უკვე გაგზავნილია აშშ-სა და შვეიცარიაში.

„აღნიშნული პროგრამა „თიბისი შენთვის“ ფარგლებში განხორციელდა, რომელიც თიბისიმ COVID-19 -ის გამოწვევების დასაძლევად წამოიწყო. პროგრამა „თიბისი შენთვის“ ფარგლებში ხუთ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება სხვადასხვა სოციალურ პროექტზე, დისტანციური განათლების ხელშეწყობასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე“, – აცხადებენ კომპანიაში.

1tv.ge

ამ დროისთვის (17:00, 31.03.2020), stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 110
  • მათ შორის, გამოჯანმრთელებული – 21
  • კარანტინის რეჟიმში – 4995
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278
კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close