საიმიგრაციო კანონმდებლობის სიახლეები

საბერძნეთში ბინადრობის უფლების აღების ან გადავადების შესახებ ახალი გადაწყვეტილება გამოვიდა

გამოვიდა გადაწყვეტილება, რომელიც ეხება საბერძნეთში ბინადრობის უფლების (ადია დიამონი) ასაღებად განცხადების ჩაბარებას და არსებული ბინადრობის უფლებების გადავადებას. ამ გადაწყვეტილებას აქვს ბევრი ხარვეზი და, დიდი ალბათობით, შეიცვლება, თუმცა არსებული სახით ის ითვალისწინებს შემდეგს:

იმ ადია დიამონების შემთხვევაში, რომლებსაც ვადა გაუვიდა 11/02/2020 – 11/03/2020 პერიოდში (და იყო შესაძლებელი მათი გადავადება) და იმ ადია დიამონების შემთხვევაში, რომლებსაც ვადა გასდით 12/03/2020 – 12/05/2020 პერიოდში, შესაძლებელია გადავადება მათი ვადის გასვლიდან 5 თვის განმავლობაში.

ზემოხსენებული ვადების პერიოდში თქვენი ადია დიამონები ითვლება გადავადებულად, ხოლო როდესაც შეიტანთ განცხადებას გადავადებაზე, გადავადება მოხდება იმ თარიღიდან, როდესაც თქვენს ადია დიამონს ვადა გაუვიდა.

ასევე, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც პირველად უნდა შეეტანათ განცხადება ადია დიამონის აღებაზე თავისთვის ან საკუთარი ოჯახის წევრებისთვის 12.03.2020 – 10.04.2020 პერიოდში, შეეძლებათ აღნიშნული მოთხოვნები 2020 წლის 10 მაისამდე შეიტანონ.

ადვოკატ პაატა სიმსივეს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ფეისბუქის პირად გვერდზე: https://www.facebook.com/simsive.paata 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close