მსოფლიოnews

REUTERS: კორონავირუსის გამო მსოფლიოს პრეზერვატივების დეფიციტი ემუქრება

კორონავირუსის გამო მსოფლიო პრეზერვატივების დეფიციტის ზღვარზეა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, Covid 19-ის გავრცელების შეკავების გამო დაწესებული შეზღუდვები სხვადასხვა ქვეყანაში უმსხვილეს კომპანიებს შეეხო. კერძოდ, მალაიზიური კომპანია Karex Bhd-ის სამივე ქარხანა, რომლებიც მსოფლიოს პრეზერვატივების 20% აწარმოებენ, კვირაზე მეტია არ მუშაობენ და გეგმას უკვე 100 მილიონი პრეზერვატივით ჩამორჩნენ. კომპანიის პროდუქციას ისეთი პოპულარული ბრენდი ავრცელებს, როგორი Durex-ია.

27 მარტს მალაიზიის მთავრობამ ქარხნების ნაწილი აამუშავა, მაგრამ მხოლოდ 50%-იანი დატვირთვით, რადგან ქვეყანაში ვირუსის საფრთხეს ჯერ არ გადაუვლია.

„მსოფლიოს მასშტაბით ყველა ქვეყანაში პრეზერვატივების დეფიციტი გვექნება, რაც საშიში იქნება. აფრიკაში ჰუმანიტარული პროგრამების შემთხვევაში კი დეფიციტი შესაძლოა თვეების განმავლობაში გაგრძელდეს“, – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გო მია კიატმა.

ამასთან, მსხვილი ქარხნები დაიხურა ჩინეთში, ინდოეთსა და ტაილანდში.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close