იტალიასაზოგადოება

იტალიაში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა

1434-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და 12 384-ს მიაღწია

იტალიაში კორონავირუსისგან ამ დროისთვის 12 384 პაციენტი გამოჯანმრთელდა, რაც 1434-ით მეტია, ვიდრე გუშინ. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის დღიური მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ეპიდემიის დაწყებიდან (გუშინ ზრდა 589-ს შეადგენდა), რაც სასიხარულო ფაქტია. ამის შესახებ Ansa წერს.

სამწუხაროდ, ისევ მაღალია გარდაცვალების შემთხვევათა დღიური მაჩვენებელი – გასულ 24 საათში ქვეყანაში COVID-19-ისგან 889 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა მთლიანმა რაოდენობამ 10 023-ს მიაღწია (გუშინ ზრდა 969 იყო).

ამჟამად იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებული 70 065 პაციენტია, ​​3651-ით მეტი, ვიდრე გუშინ (წინა დღის ზრდა +4401). ინფიცირების შემთხვევათა მთლიანი რაოდენობა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, 92 472-ს შეადგენს.

რეანიმაციაში მოთავსებულია 3856 პაციენტი, 124-ით მეტი გუშინდელთან შედარებით, მათგან 1319 – ლომბარდიაში. 26 676 პაციენტი COVID-19-ის კლინიკური ნიშნებით ჰოსპიტალიზებულია, 39 533 – სახლის პირობებში მკურნალობს.

„შეზღუდვების რადიკალური ზომები რომ არა, სხვა ციფრები გვექნებოდა და სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ამჟამად კრიტიკულ სიტუაციაში იმყოფებიან, საშინელ დღეში აღმოჩნდებოდნენ. ეს უმართავი სიტუაცია იქნებოდა“, – ასე უპასუხა სამოქალაქო დაცვის სამსახურის პრესკონფერენციაზე კომისარმა ანჯელო ბორელიმ კითხვას გარდაცვლილთა დიდ რაოდენობასა და მიღებული ზომების ეფექტიანობის შესახებ.

ნინო ხოშტარია

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია 28.03.2020-ის 17:00 საათისთვის (იტალიის დროით) არსებული მონაცემები რეგიონების მიხედვით: პირველ გრაფაში მოცემულია რეგიონები, მეორე გრაფაში – ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა, მესამე გრაფაში – რეანიმაციაში მოთავსებული პაციენტების რაოდენობა, მე-4 გრაფაში – სახლში კარანტინში მყოფი ინფიცირებულების რაოდენობა, მეხუთე გრაფაში – მთლიანობაში ამ დროისთვის არსებული პაციენტების რაოდენობა, მეექვსე (მწვანე) გრაფაში – გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, მე-7 (წითელ) გრაფაში – გარდაცვლილთა რაოდენობა, მე-8 (ნარინჯისფერ) გრაფაში – მთლიანობაში ეპიდემიის დაწყებიდან დაფიქსირებული ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა (გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით), ბოლო გრაფაში – ჩატარებული ტესტების რაოდენობა.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close