საბერძნეთისაზოგადოება

COVID-19 აგრძელებს გავრცელებას საბერძნეთში, სამწუხაროდ, სიკვდილიანობის მატებით

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სოტირის ციოდრასმა 25 მარტს საღამოს განაცხადა, რომ წინა ერთ დღე-ღამეში საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 78 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და სულ ინფიცირების მაჩვენებელმა 821-ს მიაღწია. გარდაიცვალა 23 ადამიანი. ჰოსპიტალიზებულია 134 პაციენტი, აქედან 53 – ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ინფიცირებულთა 64% კაცია. ამის შესახებ ბერძნული მედია იტყობინება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ (25/03), კოროვირუსის გავრცელების ძალიან მაღალი რისკის აღმოჩენის შემდეგ, კარანტინი გამოაცხადეს მიკისის მუნიციპალიტეტის ქალაქ ეხინიუს დასახლება ქსანთიში, სადაც სახლიდან ნებისმიერი გასვლა აკრძალულია მომდევნო ორი კვირის განმავლობაში. ამ რაიონში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 9 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთა წარმოშობა გაურკვეველია.

მცირე რაოდენობით შემთხვევები აღირიცხება შემდეგ რეგიონებში: სერესში, ლარისაში, მესინიაში, ევროსში, ირაკლიონში, იოანინაში, პიერიაში, მიტილინიში, ევიაში, კილკისში. 24 მარტის ჩათვლით დაფიქსირდა თითო შემთხვევა 12 სხვა პერიფერიაში. 

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close