fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდასტურდა

დიდ ბრიტანეთში პრინც ჩარლზს ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი, „ბიბისი“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, სასახლის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შემოწმების შემდეგ ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრემ დადებითი პასუხი მიიღო.

„მას კორონავირუსის მსუბუქი ფორმები აღენიშნება. ამასთანავე, თავს კარგად გრძნობს და შინიდან მუშაობს, როგორც გასული დღეების განმავლობაში“, – ნათქვამია სასახლის განცხადებაში.

შემოწმება ჩაუტარდა პრინც ჩარლზის მეუღლესაც, თუმცა მას „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close