მსოფლიოსაზოგადოება

ესპანეთმა კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო

ესპანეთმა კორონავირუსისგან გამოწვეული ლეტალობის მაჩვენებლით ჩინეთს გაუსწრო და მეორე ადგილზეა მსოფლიოში იტალიის შემდეგ. ამ დროისთვის ქვეყანაში 3434 ადამიანია დაღუპული COVID-19-ით.

მარტო გასულ ერთ დღე-ღამეში ესპანეთში კორონავირუსით დაავადებული 738 პაციენტი გარდაიცვალა, რაც 27%-იან ზრდას ნიშნავს. 47 610 ადამიანი ინფიცირებულია, მათგან 3166 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული; გამოჯანმრთელდა 5367 პაციენტი. ამის შესახებ elpais-ი წერს.

დღეს, 25 მარტს, ნაშუადღევს კონგრესი განიხილავს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას 11 აპრილამდე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close