fbpx
საზოგადოებასაქართველო

საგანგებო მდგომარეობის დროს აღმასრულებელი ბინას ვეღარ გაგიყიდით

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სახელმწიფო და კერძო აღმასრულებელებს სადავო ქონების გაყიდვა ან გაყიდული ქონებიდან პირთა გამოსახლება ეზღუდებათ. ეს შეზღუდვა მათ მთავრობის დადგენილებით დაუწესდათ.

ამავე დადგენილებით, მოვალეს არ ჩამოეჭრება თანხა ანგარიშიდან, ხელფასიდან, პენსიიდან ან სხვა შემოსავლიდან.

გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე აღმასრულებელებს კერძო პირების ქონებაზე აღარ აქვთ ყადაღის დადების უფლება. აღმასრულებელს უფლება აქვს მხოლოდ, რომ მოვალის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს. იურიდიული პირების შემთხვევაში კვლავ შესაძლებელია ქონებაზე ყადაღის დადება.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, კონკრეტული შეზღუდვებს კანონის ძალა კი 23 მარტიდან მიეცა.

radiotavisupleba.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close