მსოფლიოსაზოგადოება

ესპანელმა სამხედროებმა მოხუცებულთა სახლებში მიტოვებული პაციენტები აღმოაჩინეს

კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულმა ესპანელმა სამხედროებმა მოხუცებულთა სახლებში მიტოვებული პაციენტები აღმოაჩინეს, ზოგიერთ მოხუცი საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იყო.

ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ესპანეთის თავდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს. ესპანეთის პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყო.

ესპანელი სამხედროები ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე მოხუცებულთა თავშესაფრებსა და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის განკუთვნილი დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოებში მონაწილეობენ.

როგორც თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, მთავრობა იქნება მკაცრი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ეპყრობიან ასაკიან ხალხს მოხუცებულთა თავშესაფრებში.

„არმიამ რამდენიმე ვიზიტის დროს აღმოაჩინა სრულიად მიტოვებული მოხუცები, ზოგჯერ საკუთარ საწოლებში გარდაცვლილებიც კი“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ამასთან, მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რა გახდა სიკვდილის მიზეზი.

მინისტრის თქმით, ზოგიერთი თავშესაფრის პერსონალმა კორონავირუსის გამოვლენის შემდეგ დაწესებულებები დატოვა.

ესპანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – 462 ადამიანი.

1tv.ge

p. s. ესპანეთში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 35 000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 2311 ადამიანი, გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა კი 3355-ს მიაღწია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close