საბერძნეთივიდეო

საბერძნეთი: პოლიციამ პირველი ჯარიმები გამოწერა (ვიდეო)

როგორც ცნობილია, დღეიდან საბერძნეთში ძალაში შევიდა მთავრობის გადაწყვეტილება ქუჩაში მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვის თაობაზე.

მოქალაქეების უმრავლესობა წესებს ემორჩილება. ამასთან ერთად, გამოვლინდა შეზღუდვების დარღვევის ფაქტები. როგორც საბერძნეთის პოლიცია იუწყება, დღის ბოლოსთვის ქვეყნის მასშტაბით 33 ადამიანი დაჯარიმდა.

დღეს საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 71 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი. საერთო ჯამში ახალი ვირუსისგან უკვე 17 ადამიანია გარდაცვლილი. ინფიცირებულთა რაოდენობამ 695-ს მიაღწია. 19 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close