მსოფლიოტექნოლოგიები

ხელოვნური ინტელექტი კორონავირუსის წინააღმდეგ

როგორ გვეხმარება თანამედროვე ტექნოლოგიები პანდემიასთან ბრძოლაში

ახალი კორონავირუსის COVID-19-ის ეპიდემიის დასაწყისშივე ჩინეთმა წარმატებით გამოიყენა ხელოვნურ ინტელექტ დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად. დღეს პანდემიამ უკვე მსოფლიოს 160-მდე ქვეყანა მოიცვა. აქედან გამომდინარე, უფრო და უფრო მეტი კორპორაცია და სტარტაპი ავითარებენ ტექნოლოგიებს, რომლებმაც შეიძლება ვირუსის გავრცელება შეაჩერონ.

ხელოვნურ ინტელექტს ასწავლიან რამდენიმე წამში დაავადების დადგენას ფილტვების რენტგენის მიხედვით, ტემპერატურისა და გულისცემა გაზომვას ვიდეოდან; სხვადასხვა რეგიონში დაავადების გამოვლენასა და თვალყურის დევნებას. ხელოვნური ინტელექტის უახლესი ალგორითმები ხელს უწყობს კორონავირუსის სტრუქტურის შესწავლას, რათა რაც შეიძლება მალე შეიქმნას ეფექტიანი ვაქცინა.

ხელოვნური ინტელექტის როლი კორონავირუსის წამლის შემუშავებაში

ეფექტიანი ვაქცინის შესაქმნელად მეცნიერებმა საფუძვლიანად უნდა გააცნობიერონ ახალი კორონავირუსის სტრუქტურა და ბუნება. Google DeepMind-ის განყოფილებამ ხელოვნური ინტელექტის უახლესი ალგორითმები გამოიყენა იმ ცილების შესასწავლად, რომლებიც შეიძლება COVID-19-ს უკავშირდებოდეს. კომპანიამ თავისი კვლევა ღიად გამოაქვეყნა.

DeepMind-ი ამბობს, რომ ცილების სტრუქტურების გამოთვლითი პროგნოზები ექსპერიმენტულად არ დადასტურებულა, მაგრამ ისინი იმედოვნებენ, რომ სამეცნიერო საზოგადოებას დაეხმარებიან იმის გაგებაში, თუ როგორ ფუნქციონირებს კორონავირუსი.

კომპანია BenevolentAI ყველაზე სერიოზული დაავადებების სამკურნალოდ ხელოვნური ინტელექტის სისტემებს იყენებს. ახალი კოროვირუსის წარმოქმნიდან რამდენიმე კვირის შემდეგ კომპანიის სპეციალისტებმა სისტემა ისე გადააწყვეს, რომ მას სამედიცინო ბაზარზე არსებული წამლების განხილვა მოეხდინა, თუ რომელი მათგანი უფრო გამოდგება ახალ ვირუსთან საბრძოლველად.

რამდენიმე მსხვილი ტექნოლოგიური კომპანია, როგორიცაა: Tencent, DiDi და Huawei – მკვლევარებს ღრუბლოვანი კომპიუტერული რესურსებისა და სუპერკომპიუტერების რესურსების გამოყენების საშუალებას აძლევს. სისწრაფე, რომლითაც ეს სისტემები გაანგარიშებებს ასრულებენ და გადაწყვეტილებების მოდელირებას ახდენენ, უფრო დააჩქარებს ახალ კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტის ან ვაქცინის შექმნას.

სტენფორდის უნივერსიტეტის პროექტი Folding@home ნებისმიერ მსურველს სთავაზობს, დაეხმაროს სამეცნიერო საზოგადოებას კორონავირუსთან ბრძოლაში. ამისათვის საჭიროა, უბრალოდ, დააინსტალიროთ სპეციალური პროგრამა თქვენს კომპიუტერში და დაუკავშირდეთ ინტენსიური სამეცნიერო გამოთვლების გამანაწილებელ ქსელს. იმ დროის განმავლობაში, როცა თქვენ კომპიუტერს არ იყენებთ, ის ჩართული იქნება და გამოთვლის, თუ როგორ ურთიერთქმედებენ პროტეინების ჯაჭვები კორონავირუსის უჯრედებში. ვირუსის სტრუქტურის სწორად მოდელირებით მეცნიერები შეძლებენ სწრაფად იპოვნონ სამკურნალო საშუალება. ანალოგიური მეთოდით მოხდა ცილის მოდელირება ებოლის ვირუსისგან.

ინტერნეტრესურსების მიხედვით მოამზადა თამარ ქავჟარაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close