fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

სოლიდარობა იტალიას – ჩინელი საოპერო მომღერლების ვიდეორგოლი

ჩინელმა საოპერო მომღერალებმა, რომლებიც იტალიის სხვადასხვა ქალაქის – რომის, პარმის, მილანის, კომოს კონსერვატორიებში სწავლობდნენ, იტალიას სოლიდარობა გამოუცხადეს – 11-მა ახალგაზრდა მომღერალმა ჯაკომო პუჩინის ოპერა „ტურანდოტიდან“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არია „ნესუნ დორმა“ შეასრულა და ერთობლივი ვიდეორგოლი შექმნა იტალიის გასამხნევებლად კორონავირუსის ეპიდემიის გამო შექმნილ მძიმე სიტუაციაში. 

ვიდეო თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე იტალიის კულტურის მინისტრმა დარიო ფრანჩესკინიმ განათავსა.

p. s. შეგახსენებთ, რომ  იტალიაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 35700-ს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 3000-ს მიუახლოვდა (2978). მარტო გასულ დღე-ღამეში, 17-18 მარტის 24 საათში იტალიაში 475 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა (319 – ლომბარდიაში), რაც რეკორდული მაჩვენებელია ქვეყანაში ეპიდემიის დაწყების დღიდან. ამავე დროს, ერთ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 1084 ადამიანი (სულ – 4025), რაც ასევე რეკორდული და იმედისმომცემი მაჩვენებელია.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close