მსოფლიომედიცინა

შვედეთმა კორონავირუსთან ბრძოლაზე უარი თქვა: „ეს ვირუსი ადამიანებს არ ემუქრება“

შვედეთის სამეფო ერთ-ერთია იმ რამდებიმე სახელმწიფოს შორის, რომელსაც არ დაუკეტავს საზღვრები, სასწავლო დაწესებულები, კაფეები, რესტორნები და სავარჯიშო დარბაზები. ამის შესახებ ინფორმაციას  haqqin.az  ავრცელებს.

ხელისუფლებას ამ დრომდე არ მიუღია არანაირი ზომა კორონავირუსთან საბრძოლველად. პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლევენმა განაცხადა, რომ  ქვეყანაში შემსვლელების კონტროლის გარკვეულ ფორმას შემოიღებენ.

შვედი მეცნიერები, თავიანთი უცხოელი კოლეგებისგან განსხვავებით, ამტკიცებენ, რომ კორონავირუსი უსაფრთხოა, რადგან დაავადებულთა მხოლოდ 2 პროცენტი იღუპება.

შვედეთში დაავადებულთა რიცხვი 1000-ს აჭარბებს. დაღუპულია 3 ადამიანი. ერთი გამოჯანმრთელდა. სამი მათგანის მდგომარეობა  მძიმეა. ბოლო დროს დაავადებულთა ბევრი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ყველაფერი ქვეყანაში ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს. თითქოს არც არაფერი მომხდარა.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ექიმი დაავადდა ვირუსით, მაგრამ მუშაობას მაინც აგრძელებს.

ზოგიერთი ექიმი აცხადებს, რომ ვირუსზე საშიშია -„შიშის ვირუსი“, რაც ადამიანს აიძულებს, ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომელიც სიტუაციას ართულებს.

დრო აჩვენებს, სწორად მოიქცა თუ არა შვედეთის მთავრობა, როდესაც მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობა სასწორზე დადო.

fortuna.ge

p. s. როგორც ცნობილია, ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ორი ძირითადი სტრატეგია არსებობს. როგორც ჩანს, შვედეთი პირველს ირჩევს.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი სპეციალური მუდმივად განახლებადი რუკის თანახმად, ამ დროისთვის (თბილისის დროით 11:00 სთ) შვედეთში ოფიციალურად რეგისტრირებულია კორონავირუსით ინფიცირების 1301 შემთხვევა, გარდაცვლილია 10, გამოჯანმრთელდა 16 პაციენტი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close