მსოფლიომედიცინა

ჩინეთში აცხადებენ, რომ გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატი ფავიპირავირი კორონავირუსის სამკურნალოდ შედეგიანი აღმოჩნდა

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა მკურნალობაში ეფექტიანი აღმოჩნდა პრეპარატი, რომელსაც იაპონიაში 2014 წლიდან იყენებენ გრიპის ახალი შტამების სამკურნალოდ. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტროსთან არსებული ბიოტექნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა ჩჟან სინმინმა განაცხადა. ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს.

„ფავიპირავირმა უკვე გაიარა კლინიკური გამოცდა ახალი ტიპის კორონავირუსის სამკურნალოდ და კარგი კლინიკური ეფექტიანიბა აჩვენა“, – განაცხადა პროფესორმა სინმინმა. მისი თქმით, „პაციენტები, რომლებიც ფავიპირავირს იღებდნენ, უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდნენ და მათი ფილტვების მდგომარეობა უფრო სწრაფი ტემპებით უმჯობესდებოდა, ვიდრე სხვების. რაც მთავარია, პრეპარატის უფსაფრთხოება დადასტურებულია – ის 2014 წელს დაამტკიცა იაპონიამ გრიპის სამკურნლოდ და მისი გამოსვლის დღიდან პაციენტებს არანაირი გვერდითი მოვლენები არ გამოვლენიათ.

მისივე თქმით, სამხრეთის პროვინცია გუანდუნის მესამე სახალხო საავადმყოფო შენჟენში ჩატარდა კვლევა 80 ადამიანზე, რომლებსაც ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდათ. მათგან 35-ს ფავიპირავირით მურნალობა დაუწყეს. კვლევის შედეგების თანახმად, მათ, ვინც გრიპის საწინააღმდეგონ ამ იაპონურ პრეპარატს იღებდა, მკურნალობის დაწყებიდან 4 დღის შემდეგ კორონავირუსზე ტესტის პასუხი უარყოფითი ჰქონდათ, როცა იმავე საკონტროლო ჯგუფის სხვა პაციენტებს უარყოფითი პასუხი საშუალოდ 11 დღის შემდეგ დაუდასტურდათ. ამას გარდა, პრაქტიკულად, 35-ვე პაციენტის ფილტვების მდგომარეობა შესამჩნევად გაუმჯობესდა, ხოლო იმ პაციენტებს შორის, ვინც ამ წამალს არ იღებდა, მხოლოდ 62%-ს გაუუმჯობესდა სუნთქვის ორგანოების მდგომარეობა.

მეორე კვლევა უჰანის უნივერსიტეტთან არსებული საავადმყოფოს თანამშრომლებმა ჩაატარეს. დაკვირვების ქვეშ იყო 120 პაციენტი. მათ შემთხვევაში, ვინც ფავიპირავირს იღებდა, ცხელების და ხველების შეტევების შემსუბუქებას გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდა.

იმის გათვალისწინებით, რომ პრეპარატი უსაფრთხოა, ეფექტიანია და ხელმისაწვდომია, მკვლევარებმა ოფიციალურად მისცეს რეკომენდაცია ექიმებს გამოიყენონ ფავიპირავირი და რაც შეიძლება სწრაფად ჩართონ ეს წამალი კორონავირუსული ინფექციის მკურნალობაში.

ფავიპირავირი იაპონურმა კომპანია Fujifilm Holdings-მა გრიპის სამკურნალოდ შექმნა 2014 წელს. ადრე ის ეფექტიანად გამოიყენებოდა ებოლის ციებ-ცხელების წინააღმდეგ. მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს იაპონიის ჯანდაცვის მინისტრმა კაცუნობუ კატომ განაცხადა, რომ იაპონია აპირებს ფავიპირავირი კორონავირუსიანი პაციენტების მკურნალობისას გამოიყენოს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close