საქართველომოგზაურობა

ქუთაისში დაკარგული ტურისტის ძებნაში ნიდერლანდების პოლიცია ჩაერთო

ქუთაისში ოთხი დღის წინ დაკარგული ტურისტის ძებნა-ძიების პროცესში ნიდერლანდების პოლიცია ჩაერთო. მეორე დღეა სამძებრო სამუშაოები მდინარე რიონში მიმდინარეობს, რადგან ვიდეოთვალის ჩანაწერების მიხედვით, არსებობს ვარაუდი, რომ ტურისტი წყალში გადავარდა.

ადგილზე შექმნილია საგანგებო სიტუაციების მართვის სამუშაო შტაბი. ძიების პროცესში ჩაერთვნენ მყვინთავები.

ქუთაისში იმყოფებიან გაუჩინარებული ტურისტის, სიმ ვიგერის და მისი მეგობრის ოჯახის წევრებიც.

23 წლის სიმ ვიგერი მიმდინარე წლის 7 მარტს, გვიან ღამით, ქუთაისში გაუჩინარდა. ის ბოლოს მეგობართან ერთად ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა. მათ დაწესებულება ნასვამ მდგომარეობაში დატოვეს. მისი კვალი სწორედ რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ ქრება.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close