მსოფლიომედიცინა

გრიპის უნივერსალური ვაქცინა კლინიკური ცდების ბოლო ეტაპზე გადავიდა

გრიპის უნივერსალურ ვაქცინასთან შეიძლება არცთუ ისე დიდი ხანი გვაშორებს – იმუნიზაციის ერთ მძლავრ საშუალებასთან, რომელიც მხოლოდ ერთი აცრით დიდი ხნის განმავლობაში დაგვიცავს გრიპის მრავალი სახის შტამებისგან.

ასეთი აღმოჩენა შეიძლება ნამდვილი გრაალის თასი აღმოჩნდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის; ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე მუხლჩაუხრელი კვლევის შემდეგ ვაქცინა, სახელად FLU-v ახლახან კლინიკური გამოცდის ბოლო ეტაპზე გადავიდა.

მკვლევართა განცხადებით, შედეგები საკმაოდ შემაგულიანებელია, რადგან ვაქცინამ წარმატებით გაიარა კლინიკური ცდების I და II ფაზები. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაზებში ცდები მხოლოდ ვაქცინის უსაფრთხოებაზე ტარდება, არსებობს მტკიცებულება, რომ ის შეიძლება ეფექტიანიც იყოს.

175 ზრდასრულ, ჯანმრთელ ადამიანში ჩატარებული რანდომიზებული, ორმაგი საკონტროლო მეთოდით, პლაცებო-კონტროლირებადი ცდების ბოლო ფაზაში აღმოჩნდა, რომ ინიექცია ეხმარება ანტისხეულთა რეაგირებას და იმუნური სისტემის ცვლილებებს. მართალია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავად ვაქცინას გრიპისგან დაცვა შეუძლია, მაგრამ აქვს ამის ნამდვილად ძლიერი ნიშანი.

ფარმაცევტული კომპანია SEEK-ის მკვლევარის, ოლგა პლეგესუელოსის განცხადებით, FLU-v-ს მათ უკვე ოთხი კლინიკური ცდა ჩაუტარეს. მისივე თქმით, გაირკვა, რომ ვაქცინა ხელს უწყობს უჯრედულ და ანტისხეულთა რეაგირებას, რაც სხეულში იმუნიზაციიდან ექვსი თვის შემდეგაც შეიმჩნევა.

ასეთი ხანგრძლივი რეზისტენტულობა უბრალოდ შეუფასებელია, თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორ სწრაფად შეუძლია ცვლილება გრიპის ვირუსს. ვირუსების ჯგუფი, რომელიც კოლექტიურად არის პასუხისმგებელი გრიპზე, იმდენად ფორმაცვალებადია, რომ მეცნიერებს ყოველ სეზონზე უსხლტებიან ხელიდან.

გრიპის ყოველი ახალი სეზონის წინ მკვლევარებს უწევთ იწინასწარმეტყველონ მომავალი შტამები და შესაბამისი ვაქცინების შექმნან, მაგრამ ეს გამოუსადეგარია იმ შემთხვევაში, თუკი ვირუსი შუა სეზონში მუტაციას განიცდის ან უცაბედად გამოჩნდება მოულოდნელი შტამი (როგორც, მაგ., წლევანდელ სეზონზე საბერძნეთში მოხდა – nostal.ge-ს რედაქციის შენიშვნა).

გააგრძელეთ კითხვა აქ: https://1tv.ge/news/gripis-universaluri-vaqcina-klinikuri-cdebis-bolo-etapze-gadavida/

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close