fbpx
მედიცინამსოფლიოსაქართველო

ჩინეთმა საქართველოს 420 ათასი დოლარის ღირებულების კორონავირუსის სწრაფი ტესტები აჩუქა

ჩინეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, ჩინურმა მხარემ საქართველოს კორონავირუსის და სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენი 1000 ცალი სწრაფი ტესტი და შესაბამისი აღჭურვილობა აჩუქა, რომელთა საერთო ღირებულება 420 000 აშშ დოლარს შეადგენს.

საქრთველოს საელჩოს განცხადებით, ჩინეთმა ეს გადაწყვეტილება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და სიჩუანის პროვინციის მთავრობას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მიიღო.

„საქართველოს საელჩო მადლობას უხდის სიჩუანის პროვინციის მთავრობას მხარდაჭერისთვის.
აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებულ მყარ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს“, – წერია განცხადებაში, რომელიც ჩინეთში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close