საქართველოსაზოგადოება

ქუთაისში ტურისტს ეძებენ

ქუთაისში უცხოელ ტურისტს ეძებენ. ნიდერლანდებიდან ჩამოსული ახალგაზრდა კაცი 7 მარტს ქუთაისში გაუჩინარდა. ინფორმაცია დაკარგული ბიჭის ძმამ გაავრცელა.

როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, სიმ ვიგერი და მისი მეგობარი რესტორან „ბარაქაში“ იმყოფებოდნენ, რომელიც ნასვამებმა დატოვეს. ისინი ქუთაისის „მაკდონალდსის“ მიმართულებით გაემართნენ და ამ დროს დაკარგეს ერთმანეთი.

დაკარგული ბიჭის მეგობარი დღეს ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ მათ უკვე მიმართეს პოლიციას და ძებნა დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, პირის დაკარგვის შესახებ შემოსული განცხადების საფუძველზე მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით მიმდინარეობს საძიებო ღონისძიებები.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close