საქართველოსაზოგადოება

იტალიიდან დაბრუნებული მოქალაქეების ნაწილი კარანტინის პერიოდს წყალტუბოში გაატარებს

წყალტუბოს ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 97 მოქალაქე, რომლებიც იტალიიდან 10 მარტს, საღამოს დაბრუნდნენ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული სპეცრეისით. ისინი საკარანტინო სივრცეში ორ კვირას დარჩებიან.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, ჯერჯერობით არცერთ მათგანს არ აქვს კორონავირუსის COVID-19 სიმპტომები. მათი გამოვლენის შემთხვევაში პაციენტს სტაციონარში უსაფრთხოდ გადაიყვანენ.

10 მარტს იტალიიდან საქართველოში ორი სპეცრეისით დაბრუნდა 156 მოქალაქე, რომლებსაც ავიაბილეთები შეძენილი ჰქონდათ, თუმცა, იტალიასთან საჰაერო მიმოსვლის შეჩერების გამო, გამომგზავრებას ვეღარ ახერხებდნენ.

11 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით დაავადდა სულ 23 ადამიანი, კარანტინის რეჯიმშია 298 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ – 46.

radiotavisufleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close