fbpx
საზოგადოებასაქართველო

ესპანელი ტურისტი „ჭრელი აბანოების“ მექისეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ესპანეთის მოქალაქემ თბილისის „ჭრელი აბანოების“ მექისე სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.

ესპანეთის მოქალაქემ საქართველოს ომბუდსმენის აპარატს საჩივრით მიმართა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ „ჭრელი აბანოების“ მექისე მის სექსუალურ შევიწროებას ცდილობდა.

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სახალხო დამცველმა დაასკვნა, რომ „მომსახურების მიღების დროს მექისე მამაკაცის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროფესიული მდგომარეობის გამოყენებით განმცხადებლის მიმართ არასასურველი, სექსუალური ხასიათის ფიზიკურ ქცევას, რომელმაც ქალს დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო შეუქმნა“.

საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შპს „ჭრელ აბანოს“, მსგავსი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით გააკონტროლოს კომპანიის საკუთრებაში არსებულ დაწესებულებებში ვითარება. კერძოდ, შეიმუშაოს შიდა მექანიზმი დასაქმებული პერსონალის მხრიდან პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს შესაძლო გადაცდომებზე ეფექტიანი და ადეკვატური რეაგირების უზრუნველსაყოფად“.

საქართველოს დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, აბანოთუბანში, ათზე მეტი აბანო ფუნქციონირებს, რომლებიც  XVII-XIX საუკუნეებშია აშენებული.

თბილისის გოგირდის აბანოები ძალიან პოპულარულია ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობაში წყლის სამკურნალო ეფექტის წყალობით. აბანოებში გამოყოფილია ცალკე ოთახები მცირე ზომის აუზებით, რომლებიც გოგირდის წყლითაა სავსე.

„ჭრელ აბანოებზე“ აღფრთოვანებით წერს ალექსანდრე დიუმა, რომელიც თბილისს კავკასიაში მოგზაურობისას ესტუმრა. აბანოებს შთაბეჭდილება მოუხდენია ალექსანდრე პუშკინზეც, რომელმაც 1892 წელს დაწერა: „არასდროს მინახავს თბილისურ აბანოებზე მდიდრული რამ არც რუსეთში და არც თურქეთში“. პოეტი დაწვრილებით აღწერს აბანოებს ნაწარმოებში „მოგზაურობა ერზურუმში“.

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close