საქართველოსაზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 შემთხვევა დადასტურდა, ხუთივე იტალიას უკავშირდება (ვიდეო)

ამ დროისთვის ინფიცირებულთა რიცხვი 9-ს შედგენს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების უკვე ცხრა შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა იტალიიდან ჩამოსულ 44 წლს მამაკაცთან კონტაქტში მყოფ პირებს დაუდგინდათ (თავად ამ მამაკაცს კორონავირუსი გუშინ დილით დაუდგინდა და ეს მეოთხე შემთხვევა იყო – რედ.). ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, აღნიშნული პირები იტალიაში მამაკაცთან ერთად იმყოფებოდნენ, ყველა პაციენტი უკვე მოთავსებულია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.

.„ეს არის ე.წ. 1 კლასტერი ანუ ერთმანეთთან დაკავშირებული შემთხვევევები, ძირითადად ოჯახური შემთხვევები. მათი კლინიკური მიმდინარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი ინფექციურ საავადმყოფოში 5 მარტს საღამოს მოათავსეს“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, უკვე გამოიკვლიეს მამაკაცთან კონტაქტში მყოფი 25 პირი, დანარჩენი კონტაქტების კვლევა გრძელდება.

დაინფიცირებული 44 წლის საქართველოს მოქალაქე იტალიაში მედიკოსია და საზღვარგარეთ მუშაობს. იგი თავის ოჯახის წევრებთან ერთად საქართველოში იტალიიდან კვირას დაბრუნდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმშია 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 45 პირი იმყოფება.

ამირან გამყრელიძე მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, თუ აუცილებლობა არ მოითხოვს, საერთაშორისო მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close