საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა
23 პაციენტი ერთი ტურისტული ჯგუფის წევრი იყო
საბერძნეთმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა ქვეყანში კორონავირუსით ინფიცირების 21 ახალი შემთხვევა. ყველა მათგანი ტურისტული ჯგუფის წევრია, რომელმაც ისრაელში იმოგზაურა. მანამდე ვირუსით ინფიცირება ამ ჯგუფის 2 წევრს დაუდგინდა.
საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, სოტირის ციოდრასის ინფორმაციით, მთლიანობაში ჯგუფში 23 ადამიანი დაინფიცირდა. ჯგუფი ისრაელიდან 27 თებერვალს დაბრუნდა. მისი თქმით, მოგზაურებს 400-ზე მეტი კონტაქტი ჰქონდათ და ყველა პიროვნება უკვე მოწმდება კორონავირუსზე.
ამ დროისთვის საბერძნეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 31 შემთხვევაა გამოვლენილი, ამასთან, ხელისუფლება კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის მნიშვნელოვან ზრდას ელოდება როგორც საბერძნეთში, ისე მთელ მსოფლიოში. ციოდრასის თქმით, ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ახაიას, ილიას და ზაკინთოსის პრეფექტურებში 2 დღით დაიკეტა სკოლები, თეატრები, მუზეუმები, კინოთეატრები და არქეოლოგიური ძეგლები. 48 საათით დაიკეტა კრეტაზე რეთიმნოს უნივერსიტეტიც.
უნგრეთი, სერბეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სლოვენია – ეს ის ქვეყნებია, სადაც დღეს კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები გამოვლინდა.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები