საბერძნეთისაზოგადოება

კორონავირუსის მე-10 შემთხვევა საბერძნეთში

იცით თუ არა, როგორ დაიბანოთ ხელები სწორად?

საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების  მე-10 შემთხვევა დადასტურდა.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, მე-10 ინფიცირებული ბერძენი ქალია, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა მე-9 ინფიცირებულთან. ორივე მათგანი იმ ტურისტულ ჯგუფში იყვნენ, რომელმაც ისრაელსა და ეგვიპტეში იმოგზაურა.

მედიკოსების ცნობით, პაციენტი ძალიან კარგადაა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები აკვირდებიან. ქალს ქალაქ პატრის საავადმყოფოში გადაიყვანენ. მას კორონავირუსით ინფიცირება საბერძნეთის პასტერის ინსტიტუტში დაუდგინდა.

COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა საბერძნეთში 26 თებერვალს თესალონიკში დაფიქსირდა.

„როიტერის“ ცნობით, საბერძნეთმა კორონავირუსის გამო სამ ოლქში სკოლები დახურა, ადგილობრივმა მთავრობამ რიგი ღონისძიებები გააუქმა. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რეგიონში ერთ-ერთ  მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა.

საბერძნეთში ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ტარდება საზოგადოებრივი შენობებისა და საქალაქო ტრანსპორტის დეზინფექციის მიზნით. პირადი ჰიგიენის წესების დაცვას რეალურად შეუძლია თავიდან აგვაცილოს გავრცელებული სიცოცხლისთვის საშიში ინფექციები (არა მარტო კორონავირუსი). კაცმა რომ თქვას, რა არის იმაში რთული, რომ, უბრალოდ, ხელები უნდა დავიბანოთ, თუმცა, როგორც ჩანს, ამას ყველა არ აკეთებს გულმოდგინედ და ზოგიერთმა არც კი იცის, როგორ უნდა დაიბანოს ხელები სწორად.

გაეცანით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვიდეოინსტრუქციას, როგორ უნდა დავიბანოთ ხელები სწორად.

ნინო ბაჯელიძე

წყარო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close